ჩვენს შესახებ

ფონდის მმართველობის ორგანოებია: სამეთვალყურეო საბჭო, აღმასრულებელი ორგანო და საინვესტიციო საბჭო.


სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საბჭოს შემადგენლობაში ასევე შედის საქართველოს მთავრობის 4 წევრი და კერძო სექტორიდან მოწვეული 3 პირი. კერძოდ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, ენერგეტიკისა და იუსტიციის მინისტრები; თი-ბი-სი ბანკის, საქართველოს ბანკის და ლიბერთი ბანკის წარმომადგენლები.


სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციაა:

  • ფონდის მენეჯმენტის (აღმასრულებელი ორგანოს) საქმიანობის კონტროლი;
  • ფონდის ფინანსური დოკუმენტაციის კონტროლი და შემოწმება;
  • აღმასრულებელი ორგანოს წევრებისთვის წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მინიჭება და გაუქმება, უფლებამოსილების ფარგლების განსაზღვრა.
  • პროექტის დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება;
  • დამტკიცებული პროექტის მართვის მონიტორინგის განხორციელება;
  • ფონდის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ კომპანიაში პარტნიორულ უფლებამოსილებათა გადანაწილების, პროექტში ფონდის წილობრივი მონაწილეობის ფორმისა და წილის ოდენობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
  • საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით ფონდის საკუთრებაში არსებული წილის/აქციების გასხვისების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

საინვესტიციო საბჭო არის სამეთვალყურეო საბჭოსთან არსებული ფონდის საკონსულტაციო ორგანო, რომლის ძირითადი ფუნქციაა პროექტის ეფექტიანობისა და მდგრადობის შეფასება, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება და სამეთვალყურეო საბჭოსათვის წარდგენა. საინვესტიციო საბჭო შედგება ექსპერტებისაგან. საინვესტიციო საბჭოს წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას ამტკიცებს სამეთვალყურეო საბჭო.


აღმასრულებელ ორგანოს ხელმძღვანელობს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.


ფონდის აღმასრულებელ ორგანოში შედიან აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეები, აგრეთვე დეპარტამენტების დირექტორები.


აღმასრულებელი ორგანოს ძირითადი ფუნქციებია:

  • პროექტების შემუშავება და ფონდის სამეთვალყურეო საბჭოსათვის წარდგენა;
  • დამტკიცებული პროექტების მართვა;
  • ფონდის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/არსებული საწარმოების პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილების განხორციელება;
  • მოწონებული პროექტების განხორციელების მიზნით სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით შვილობილი კომპანიების დაარსება.