საინვესტიციო საქმიანობა


აგრობიზნესი
ენერგეტიკა
ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკა
წარმოება
უძრავი ქონება და ტურიზმი

საქართველოს მრავალფეროვანი კლიმატური პირობები და ჯანსაღი ბიზნეს გარემო ხელშემწყობ პირობებს ქმნის მრავალნაირი ხილის, ბოსტნეულის, თხილის მოსაყვანად და გადასამუშავებლად. ევროპასთან სიახლოვე და განვითარებული სატრანსპორტო კავშირები ევროპასა და სხვა რეგიონებთან, ასევე ახალ სასოფლო-სამუერნეო პროდუქტებზე ადგილობრივი და რეგიონული მოთხოვნილების ზრდა, საქართველოს მიმზიდველს ხდის როგორც აგრობიზნესის განვითარების, ასევე ექსპორტის თვალსაზრისით. სხვა პროდუქტებთან ერთად, საქართველოს გააჩნია კონკურენტუნარიანი წყლის და ენერგო რესურსები. საქართველოს გააჩნია მზარდი ეკონომიკა, ლიბერალური შრომის ბაზარი და დაბალი შრომის დანახარჯები. დაბალი, ფიქსირებული გადასახადები და გამარტივებული საგადასახადო ადმინისტრირება უპირატესად ხელსაყრელია ექსპორტიორებისათვის.

მთლიანობაში, საქართველოს სოფლის მეურნეობას და კერძოდ, კი აგრობიზნესს, გააჩნია საინტერესო, ღირებული და მიმზიდველი საინვესტიციო შესაძლებლობები. საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპის ფონზე იზრდება მოთხოვნა ხარისხიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე. იზრდება საქართველოს, როგორც რეგიონული ეკონომიკური ცენტრის მნიშვნელობა და საქართველო წარმოადგენს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბიზნესის წარმოების ხელსაყრელ ადგილს შიდა თუ გარე, მეზობელი ქვეყნების მზარდი მოთხოვნის ზრდის ფონზე. მათ შორის მნიშვნელოვანია ევროკავშირის ბაზარზე შესვლის შესაძლებლობა, რომელთანაც საქართველომ ხელი მოაწერა ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას.

საქართველოში აგრობიზნესის წარმოება ნიშნავს გამარტივებული, ხელსაყრელი და გააზრებული საგდასახადო კანონმდებლობით და სახელმწიფოს მხარდაჭერით სარგებლობას, ასევე, მოგების მიღების შედარებით მოკლე ვადებს, მიწის საკუთრების ლიბერალურ მოდელს და მცირე წინასწარი კაპიტალდაბანდების საჭიროებას. განუზომლად დიდია დარგის პოტენციალი წარმოების მასშტაბის ეკონომიის და მოცულობის ხარჯზე, რომლის მიღწევაც შესაძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიური ინოვაციებისა და ფერმერული საქმიანობის თანამედროვე მეთოდების დანერგვით მეცხოველეობაში და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავებაში.

საპარტნიორო ფონდი ეხმარება კომერციულად სიცოცხლისუნარიან და მომგებიან სასოფლო-სამეურნეო პროექტებს. დახმარება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ პროექტის განხორციელება შეუძლებელია მხოლოდ კერძო სექტორის ძალისხმევით. პროექტში საპარტნიორო ფონდის მონაწილეობისას გათვალისწინებულია პროექტიდან დროული გამოსვლის პერსპექტივა, პროექტის წინასწარი პირობების ფინანსური მდგრადობა და პროექტის პოზიტიური მულტიპლიკატორის ეფექტის არსებობა. დაინტერესებულ ინვესტორებს, რომლებიც თვლიან, რომ მათი ბიზნეს იდეები შესაბამისობაშია საპარტნიორო ფონდის პრიორიტეტებთან, შეუძლიათ წარმოადგინონ საკუთარი ბიზნეს პროექტები. დამატებით, ინვესტორებს შეუძლიათ მომართონ ფონდის კვლევების სამსახურს და გაეცნონ საინტერესო ბიზნეს იდეებს. პრიორიტეტი ენიჭება სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების და წარმოების პროექტებს.


პროექტები:

მეცხოველეობის სანაშენე მეურნეობა (დასრულებული)


ბოლო წლებში საქართველოს ენერგეტიკის სექტორმა ძირეული ცვლილებები განიცადა. ელექტროენერგიის იმპორტიორი ქვეყნიდან, საქართველო ექსპორტიორად გადაიქცა. ამჟამად საქართველო საკუთარი ჰიდრო-რესურსების დაახლოებით 20% იყენებს. საკმარისზე მეტია ახალი საწარმოების შექმნის საშუალებები, რაც სულ უფრო მეტად ბევრ ინვესტიციებს იზიდავს. არსებული საკანომდებლო თუ ტექნიკური რეგულაციები ხელს უწყობს ახალი თაობის სიმძლავრეების განვითარებას და ამცირებს ახალი საწარმოების შექმნასთან დაკავშირებულ რისკებს. საქართველოში ელექტროენერგიის წარმოების სეზონურობისა და მისი კონკურენტუნარიანი ფასის გათვალისწინებით, სექტორი სწრაფად იზრდება, რომ დააკმაყოფილოს ელექტრონერგიაზე მზარდი მოთხოვნაა (როგორც საყოფაცხოვრებო, ისე სამრეწველო) როგორც ქვეყანაში, ისე მთელს რეგიონში.

ჰიდრო-ელექტრო სადგურებში (ჰესი) მზარდი ინვესტიციების წყალობით, ძლიერია საქართველოს ელექტროენერგიის საექსპორტო პოტენციალი. ამასთან, მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიის წყაროების უზარმაზარი გამოუყენებელი პოტენციალი, ინვესტორზე გათვლილი ბიზნეს-გარემო და სექტორის დაბალი თვითღირებულება. ელექტროენერგიის ექსპორტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა თურქეთი. ტარიფებისა და ელექტროენერგიის მოხმარების საქართველო-თურქეთის ქვეყანათაშორისი სტრუქტურის გათვალისწინებით, ძირითად ელექტროენერგიას საქართველო მოიხმარს ზამთარში, ხოლო თურქეთის მოთხოვნის და შესაბამისად, მოხმარების მაქსიმუმი ზაფხულზე მოდის.

ქვეყანაში არსებობს ენერგო სექტორის განვითარებისა და ზრდის პირობები, როგორიცაა ხელსაყრელი საკანონმდებლო, საგადასახადო და ინსტიტუციური მოწყობა, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების სწრაფად განვითარებადი ინფრასტრუქტურა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ქვეყნისთვის და შიდა მოხმარებისთვის, ისე ექსპორტისთვის. მიმდინარეობს ახალი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობა, მათ შორის თურქეთის მიმართულებითაც, რაც ზრდის ტრანს-სასაზღვრო გადაცემის პოტენციალს და ზრდის ინვესტორთა ინტერესს მცირე, საშუალო და დიდი ჰესების მიმართ საქართველოში.

საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ინვესტორებთან მიმართებაში საკმაოდ აქტიურია, ორიენტირებულია პრაქტიკული შესაძლებლობების პრეზენტაციისკენ და საჭირო საინვესტიციო მომსახურებისკენ. მთავრობა სიფრთხილით ეკიდება ჰიდრო-ელექტრო სადგურების მშენებლობას ეკოლოგიური შედეგების თვალსაზრისით, ატარებს კონსულტაციებს დაინტერესებულ მხარეებთან და ხაზს უსვამს სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობას. კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის დიალოგი, ასევე სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართვა ამ დიალოგში, კონსენსუსის მიღწევისა და შეთანხმებული საქმიანობის საშუალებას იძლევა.

ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების უდიდესი ნაწილი კერძოა. საქართველოს რეგიონულ ლოჯსტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ ცენტრად გადაქცევის კონტექსტში, ენერგეტიკული სექტორის სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, საპარტნიორო ფონდი მზადაა განიხილოს სახელმწიფო და კერძო სექტორების პარტნიორობის სტრატეგიული ფორმები ელექტროენერგიის გამომუშავების მსხვილმასშტაბიანი ახალი სქემების განხორციელებასთან დაკავშირებით, სადაც სახელმწიფო სექტორის აქტიურმა მუშაობამ შესაძლოა ხელი შეუწყოს კერძო ინვესტორების დაინტერესისებას. აქ ყურადღება ექცევა კერძო ინვესტორის გამოცდილებას, ფინანსური პროექტების მდგრადობას, პროექტის სპონსორებისა და დამფინანსებლების მუშაობის ხარისხს, ფონდის პროექტიდან გასვლის (ინვესტიციების უკან გატანის) საიმედო სტრატეგიის არსებობას, კერძო სექტორის წარმომადგენელთა გამოცდილებასა და ნოუ-ჰაუს. საპარტნიორო ფონდი ორიენტირებულია კერძო ინვესტიციების სტიმულირებითა და საინვესტიციო პროექტებში ჩართვით, და არა მისი ჩანაცვლებით.

პროექტები:

  • გარდაბნის თბოელექტროსადგური - საქართველოში პირველი კომბინირებული ციკლის გაზის თბოელექტროსადგური (მიმდინარე)
  • ნენსკრა ჰესი (მიმდინარე)

ინფრასტრუქტურის პორტფელის მიზანია ხელი შეუწყოს ინფარსტრუქტურული პროექტების განვითარებას. მოხერხებული და გამართული ინფრასტრუქტურა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა და უზრუნველყოფს არა მარტო ქვეყნის ეკონომიკის, არამედ ზოგადად, ყველა საზოგადოებრივი მექანიზმის გამართულ მუშაობას. ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირება ერთის მხრივ კონკრეტული ინვესტორისთვის თუ სექტორისთვის მომგებიანი ბიზნესია, მეორეს მხრივ ამ ინფრასტრუქტურით სარგებლობა გადამწყვეტი ფაქტორია სხვა დარგების განვითარებისთვის. წარმოუდგენელია საგზაო, სატრანსპორტო, სავაჭრო, საინფორმაციო, კავშირგაბმულობის, ტურისტული, საწარმოო თუ სხვა ტიპის ინფრასტრუქტურის გარეშე ეკონომიკის განვითარება. თავის მხრივ, ინფრასტრუქტურული პროექტები საკმაოდ ბევრ სამუშაო ადგილს ქმნის, შემოაქვს ბევრი ახალი ტექნოლოგია და განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. რადგან ბოლო წლებში საქართველო ყალიბდება, როგორც რეგიონული სავაჭრო, სატრანსპორტო და ტურისტული ცენტრი.

ამიტომ, შემთხვევითი არ არის, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ კერძო ინვესტორების და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, დიდი მოცულობის ინვესტიცია განათავსა ძირითად ინფრასტრუქტურაში. ამ კუთხით საქართველოს გააჩნია კონკურენტული უპირატესობა, რაც გამოიხატება გეოგრაფიულ მდებარეობაში, რასაც ბუნებრივია გამართული ინფრასტრუქტურა უნდა დაემატოს.

საპარტნორო ფონდის მიზანია, რომ ხელი შეუწყოს ინფარსტუქტურული პროექტების განვითარებას, რომ წარმატებით იქნეს გამოყენებული საქართველოს პოტენციალი. ფონდის მონაწილეობა ინფარსტუქტურულ პროექტებში დამოკიდებულია ამ პროექტების სტრატეგიულ დ აკომერციულ მხარეზე. საკუთარი მანდატიადნ გამომდინარე, ფონდი არ ჩაენაცვლება კერძო სექტორს, პირიქით ხელს შეუწყობს კერძო სექტორის კიდევ უფრო აქტივობას.

პროექტები:

  • შავი ზღვის პორტი (მიმდინარე)
  • სამაცივრე მეურნეობა (მიმდინარე)

საპარტნიორო ფონდის პორტფელში შედის წარმოებასთან დაკავშირებული რამდენიმე საინვესტიციო სქემა. ამასთან, არის სხვა მიმართულებების განხილვის მზადყოფნაც. მაგალითად, მიმდინარეობს მუშაობა ტანსაცმლის, ნართის და საფეიქრო წარმოების ხელშეწყობის მიზნით. მიმდინარეობს ახალი მიმართულებების ძიება როგორც მსუბუქი, ისე მძიმე მრეწველობის განვითარებისათვის, სადაც საქართველოს დიდი გამოცდილება გააჩნია.

პროფესიული ცოდნა, წარსულის გამოცდილება, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, ღია და ლიბერალური ვაჭრობა, შედარებით იაფი მუშახელი, მდიდარი ადამიანური რესურსები, გამოცდილება მრეწველობის სხვადასხვა დარგებში, განვითარებული ინფრასტრუქტურა როგორც ქვენის შიგნით, ასევე სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, ინვესტორებისათვის ხელსაყრელი დაბალი გადასახადები, სანდო და შედარებით იაფი კომუნალური მომსახურება (ელექტროენერგია, წყალი და ა.შ.) ამცირებს ბიზნესის წარმოების ხარჯებს და ბიუროკრატიულ ბარიერებს, რაც საქართველოს კონკურენტუნარიანს ხდის როგორც რეგიონში, ისე გლობალურად. წარმოების შესაძლებლობების განვითარება საშუალებას აძლევს საქართველოს მოემსახუროს როგორც შიდა, ისე რეგიონულ ბაზრებს. გარდა ამისა, საქართველო სულ უფრო მიმზიდველი ხდება ოფშორინგის, აუტსორსინგის და დამატებული ღირებულების გლობალური სისტემის მართვის ტენდენციების კონტექსტში. საქართველოს ლიბერალური ეკონომიკური მოდელი, ვაჭრობის ღიაობა, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი რეგიონის ქვეყნებთან, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან, კიდევ უფრო ამაღლებს საქართველოს პოტენციალს, რომ გახდეს რეგიონის გადამამუშავებელი მრეწველობის ცენტრი.

საპარტნიორო ფონდი მზადაა განიხილოს წარმოებასთან დაკავშირებულ პროექტებში ინვესტიციების ჩადების საკითხი, თუ ამ პროექტებს ექნება ჯანსაღი ბიზნეს დინამიკა, იქნება ფინანსურად ეფექტური და შექმნის სამუშაო ადგილებს. ამასთან, ფონდი მოწადინებულია ხელი შეუწყოს კერძო საქმიანობას, ვიდრე ჩაანაცვლოს იგი.


საპარტნიორო ფონდის უძრავი ქონების პორტფელის მიზანია სასტუმროებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ სფეროში დიდი საინვესტიციო შესაძლებლობებია საქართველოს ბუნებრივი, გეორგაფიული და კლიმატური პირობების, ასევე მდიდარი კულტურული მიემკვიდრეობის და ტურიზმის და საკურორტო ინდუსტრიის განვითარების დიდი პოტენციალის გათვალისწინებით. უძრავი ქონების სექტორის განვითარება საქართველოს ტურისტული პოტენციალის სწრაფი განვითარების საფუძველია. ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე საქართველომ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და განვითარებული ტურისტული ქვეყნის და მთავარი რეგიონული ტურისტული დანიშნულების ადგილის ნიშა დაიკავა, როგორც საზაფხულო, ასევე ზამთრის (სათხილამურო), სამკურნალო, გამაჯანსაღებელი, სპორტული თუ სხვა სახის კურორტების მიმართულებით. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოში შემოსული უცხოელი ტურისტების რაოდენობა. მაგალითად, 2012 წელს ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობამ 4.4 მილიონი, ხოლო 2013 წელს 5.4 მილიონი შეადგინა. საქართველოს მთავრობის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ურბანულ რეგენერაციაზე, რეგიონულ განვითარებაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის და ურბანული საზოგადოებრივი სივრცის რეაბილიტაციაზე, ქმნის საქართველოს უძრავ ქონებაში და ტურისტულ ინფრასტრუქტურაში კერძო ინვესტიციების მოზიდვის შესაბამის პირობებს. დიდია საინვესტიციო შესაძლებლობები (როგორც სრულიად ახალი, გაუკვალავი, ისე უკვე არსებული), როგორც დედაქალაქ თბილისში, ისე საქართველოს რეგიონებში. მთავრობის მნიშვნელოვანი ინვესტიციები სახელმწიფო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ხელს უწყობს კერძო ინვესტიციების ჩადებას უძრავ ქონებასა და ურბანულ განახლებაში, მათ შორის სასტუმრო ბიზნესში და უძრავი ქონების ინფრასტრუქტურაში, საზღვაო, სათხილამურო კურორტებთან, საღონისძიებო ტურზმთან, ეკო-ტურიზმთან, სათავგადასავლო ტურიზმთან, სასოფლო, მეღვინეობის და კულინარულ ტურიზმთან და სხვა ტიპის ტურიზმთან მიმართებაში. საქართველო სწრაფად ხდება რეგიონალური ეკონომიკის ცენტრი, რომელიც რეგიონალურ დონეზე ბიზნესის წარმოების პლატფორმას წარმოადგენს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საღონისძიებო ტურიზმის მნიშვნელობას და თავის მხრივ, სასტუმროებისა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობას წარმოშობს. ინვესტიციების მოზიდვისა და ტურიზმის პოპულარიზაციისათვის მთავრობის აქტიური და მრავალმხრივი ძალისხმევის შედეგად სასტუმროს და უძრავი ქონების სეგმენტები სწრაფად იზრდებიან და მრავალმხრივ კერძო საინვესტიციო შესაძლებლობას შეიცავენ.

საპარტნიორო ფონდის ჩართულობა სასტუმრო და უძრავი ქონების ინფრასტრუქტურაში შემოიფარგლება კომერციულად სიცოცხლისუნარიანი სქემებით, რომლებიც ხელს შეუწყობენ რეგიონულ განვითარებასა და დასაქმებას. გამოცდილი კერძო პარტნიორის არსებობას არსებითი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ფონდი, საკუთარი მანდატიდან გამომდინარე, არ ჩაენაცვლება კერძო სექტორს ამ სეგმენტებში.

პროექტები:

  • სასტუმრო "როიალ ბატონი" ყვარელში (დასრულებული)
  • სასტუმრო „Gino Wellness Spa” ახალციხეში (დასრულებული)
  • სასტუმრო „რედისონი" წინანდალში (მიმდინარე)
  • სასტუმრო „Rixos Borjomi” და მინერალური წყლების კურორტი ლიკანში (მიმდინარე)
  • დასასვენებელი კომპლექსი საირმეში (მიმდინარე)