საინვესტიციო საქმიანობა

ფონდი აფინანსებს კერძო ინვესტორებს შემდეგი პირობების გათვალისწინებით:


  • საპარტნიორო ფონდს შეუძლია განახორციელოს ინვესტიცია მხოლოდ საქართველოში, ყველა სექტორში მომსახურების სფეროს გარდა;

  • ფონდი ახორციელებს ინვესტიციებს მხოლოდ კომერციულად მომგებიან პროექტებში;

  • ფონდი უფლებამოსილია მიიღოს მონაწილეობა კაპიტალში და ასევე გასცეს სუბორდინირებული/უპირატესი სესხები (both convertible and non-convertible);

  • ფონდის მონაწილეობა პროექტში, იქნება ეს კაპიტალისა თუ სესხის სახით, არ უნდა აღემატებოდეს კერძო ინვესტორის წილს;

  • ფონდის მიზანია მიიღოს მონაწილეობა პროექტებში უმცირესი თანამეწილის სახით, საშუალო ან გრძელ ვადიანი პერსპექტივით. როდესაც პროექტი გახდება მდგრადი, ფონდი გამოდის თანამონაწილეობიდან

პროექტის შერჩევის კრიტერიუმები
სამუშაო პოლიტიკა & პროცედურები
  • პარტნიორის უნდა ჰქონდეს ფინანსური რესურსი კაპიტალის სახით პროექტის ნაწილის დასაფინანსებლად
  • წარმოდგენილი უნდა იყო პროექტის ეკონომიკურ ტექნიკური დასაბუთება (ბაზრის კვლევა)
  • ფონდის წილი არ უნდა იყოს მთლიანი ინვესტიციის 50%-ზე მეტი;
  • პროექტიდან ფონდის გასვლა უნდა იყოს შესაძლებელი 3-7 წლის განმავლობაში.

ინვესტიციის განხორციელება შესაძლებელია 1) კერძო ინვესტორის ან 2) ფონდის ინიციატივით.


1) კერძო ინვესტორს გააჩნია პროექტი და სურს მოიზიდოს ფინანსები


ფონდისგან კაპიტალის მოზიდვის სურვილის შემთხვევაში, ინვესტორმა პირველ რიგში უნდა გაიაროს შემდეგი 3 ეტაპი:


  • პარტნიორი/ინვესტორი წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას პროექტზე (პრეზენტაცია, ბიზნეს გეგმა, საბაზრო კვლევა და ა.შ.), რომელიც შეფასდება საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის მიერ;
  • თუ პროექტი შეესაბამება ფონდის მოთხოვნებს, პროექტი განსახილველად გადაეცემა საინვესტიციო საბჭოს, რომელიც პროექტის შემდგომი განვითარების შესახებ იღებს გადაწყვეტილებას.
  • იმ შემთხვევაში თუ პროექტი დეტალური ანალიზის შემდეგ ფონდისთვის მიზანშეწონილად მიიჩნევა, ის გადაეგზავნება სამეთვალყურეო საბჭოს, რომელიც იღებს პროექტის დაწყების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას.


2) საპარტნიორო ფონდმა დაადგინა საინვესტიციო შესაძლებლობა და სურს მოიზიდოს ინვესტორი პროექტში მონაწილეობისთვის.


პროექტმა უნდა გაიაროს 3 ეტაპი:


  • ხდება პროექტის ინიცირება საპარტნიორო ფონდის მიერ - საინვესტიციო პროექტის მომზადება, რომელიც ითვალისწინებს ტექნიკური და ფინანსური მიზანშეწონილობის კვლევებს (პროცესში შეიძლება ჩაერთოს საკონსულტაციო ფირმები);
  • პირველ ეტაპზე განხორციელებულ კვლევაზე დაფუძნებით ხდება პროექტის სტრუქტურიზება და დამტკიცება;
  • ფონდი იზიდავს ინვესტორს პროექტის განსახორციელებლად.