სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდსა და ისრაელის კომპანიებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თარიღი: 04 მაი 2017

საპარტნიორო ფონდმა ისრაელის ორ კომპანიასთან - Aquamaof Aquaculture Technologies და JVS I.G. Capital Investment ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმით გათვალისწინებულია, საქართველოში თევზის მეურნეობის მოწყობა. მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მეურნეობის აშენება, სადაც მოხდება რამდენიმე სახეობის თევზის წარმოება და გადამუშავება, როგორც ადგილობრივი ასევე უცხო... სრულად

საპარტნიორო ფონდი კახეთში „ლოპოტას“ სასტუმროს აფართოებს

თარიღი: 03 მაი 2017

საპარტნიორო ფონდმა  შპს „ლოპოტა ინვესტმენტთან"  პარტნიორთა შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც  ლოპოტას ტბაზე არსებული სასტუმროს გაფართოებას ითვალისწინებს.  ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. სასტუმრო კომპლექსის გაფართოება მოიცავს დამატებით 85 სასტუმრო ნომერს, ადმინისტრაციულ შენობას, 300 ადგილიან საკონფერენციო დარბაზს, ... სრულად

„სტარტაპ საქართველომ“ ცხრა გამარჯვებული პროექტი დააჯილდოვა

თარიღი: 26 აპრ 2017

საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს" ინოვაციურ კომპონენტში ცხრა გამარჯვებული სტარტაპერი დააჯილდოვა. პროექტები ტურიზმის, კვების მრეწველობის, მომსახურების, ინტერნეტ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და სხვა სფეროებს მოიცავს.  ცხრა ახალი პროექტის დაჯილდოვების ღონისძიება ღია კარის დღის ფარგლებში გაიმართა. ღია კარის დღეზე პროგრამის კოორდინატორების გარდა, დაინტერესებულმა პირებმა კონსულტაციები იმ ს... სრულად

დავით საგანელიძემ ლისის ტბაზე ფიჭვის ნერგები დარგო

თარიღი: 09 აპრ 2017

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ უნიკალური ჯიშის ფიჭვის ნერგები ლისი დეველოპმენტის ტერიტორიაზე მდებარე რეზო გელაშვილის სახელობის პარკში შვილებთან ერთად დარგო. ფიჭვის ნერგები დავით საგანელიძემ თბილისს საჩუქრად რაჭაში მდებარე საკუთარი ეზოდან გადასცა. უნიკალური ჯიშის 5000-მდე ფიჭვის ნერგიდან ნაწილი თბილისის ზღვაზე სასტუმრო „ჰუალინგის" მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დაირგო ... სრულად

დავით საგანელიძემ თბილისს ნერგები აჩუქა

თარიღი: 06 აპრ 2017

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ რაჭაში მდებარე საკუთარი ეზოდან 5000- მდე უნიკალური ჯიშის ფიჭვის ნერგი გამწვანების მიზნით თბილისის ზღვაზე სასტუმრო „ჰუალინგის" მიმდებარე ტერიტორიაზე შვილებთან ერთად დარგო. გამწვანებულ ზონას „რაჭის ხეივანი" დაერქვა. ხეების დარგვის პროცესში მონაწილეობა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, თბილისის მერმა დ... სრულად