სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს“ კიდევ 5 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა

თარიღი: 17 თებ 2017

საპარტნიორო ფონდმასტარტაპ საქართველოს" პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში კიდევ 5 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა. სერტიფიკატები პროექტების ავტორებს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ სამუშაო შეხვედრის დროს გადასცა. გამარჯვებულ პროექტებს შორისაა აკრილის ხელოვნური ქვის გადამამუშავებელი საწარმო;ხის მერქნის ზედაპირის დაფარვა პოლიმერული მასალით ელექტრო-სტატიკური მეთოდით; სამედიცინო შპადელების წარმოება; ღვინის ჩაის წარმოება; Veggie Press - ნატურალური წვენის წარმოება ინოვაციური რეცეპტით. პროექტები მრეწველობის, მომსახურების, სოფლის-მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელსფეროებს მოიცავს. თითოეული პროექტი შეიცავს ინოვაციურობის ელემენტებს, ემსახურება საქართველოს ბაზარზე ნაკლებად ათვისებული, ან სრულიად ახალი პროდუქციის, მომსახურების ან ტექნოლოგიის დანერგვას და იმპორტის ჩანაცვლებას. თითოეული გამარჯვებული პროექტი 100 000 ლარის ფარგლებში დაფინანსდებასაერთო ჯამში ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ კომპონენტებშისტარტაპ საქართველოს"70 გამარჯვებული ჰყავს. გამარჯვებული პროექტების ავტორები უკვე მუშაობენ საკუთარი იდეების განხორციელებაზე. ერთ-ერთი მათგანი - ინოვაციური დიზაინის დეკორატიული აგურის წარმოების პროექტი პირველ პროდუქციას მარტში გამოუშვებს და ადგილობრივ ბაზარს მოამარაგებსსტარტაპ საქართველო" პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ბიზნეს პროექტებსა და აპლიკაციებს უწყვეტ რეჟიმში იღებს. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge დამატებითი ინფორმაციისთვის მუშაობს ცხელი ხაზი: 2 30 59 15ასევესტარტაპ საქართველო" აპლიკანტებისთვისღია კარის დღეს ყოველთვიურად მართავს.

ასევე პერიოდულად დაიგეგმება ტრენინგები იმ აპლიკანტებისთის, რომლებიცსტარტაპ საქართველოს" ვებ-გვერდზე(startup.gov.ge) ელექტრონულ რეგისტრაციას გაივლიან.აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ გაიღრმავონ ცოდნა ინოვაციების და სტარტაპების სფეროში, გაეცნონ თანამედროვე მარკეტინგულ და გაყიდვების სტრატეგიებს, დახვეწონ ბიზნეს გეგმის წერის უნარები და დაეუფლონ სხვა საჭირო ცოდნას და ინფორმაციასდამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამას" მთავრობის ინიციატივით საპარტნიორო ფონდი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ერთობლივად ახორციელებენ. „სტარტაპ საქართველო" მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური კომპონენტებისგან შედგება.

უკან დაბრუნება