სიახლეები & მედია

ATC -მა სპეციალისტების დატრენინგება დაიწყო

თარიღი: 22 მარ 2017

სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის(ATC - სს „აეროსტრუქტურების ტექნოლოგიები - ციკლონი") სპეციალისტები ტრენინგებს ისრაელში გადიან. საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის ნაწილების წარმოების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ყველა საინჟინრო და ტექნიკური მიმართულებით დასაქმებულებს, საწყის ეტაპზე ქალაქ ხაიფაში Elbit Cyclone-ის ქარხანაში ამზადებენამ ეტაპზე სასწავლო პროგრამას ისრაელში გადის ATC-ის 6 თანამშრომელი, რომლებიც ჩართულები არიან თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების პროექტირებასა და წარმოების პროცესშიპროფესიულ ტრენინგებს Elbit Cyclone-ში ATC-ის სამოქალაქო ავიაციის ინჟინრები, ტექნიკოსები და ოპერატორები გადიან. სპეციალური სახის ტრენინგი საჭიროა საინჟინრო, წარმოებისა და ხარისხის შემოწმების ნაწილში საუკეთესო შედეგის მისაღწევად. ტრენინგის სასწავლო პროგრამა მოიცავს სხვადასხ დონის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებსთითეული სპეციალისტი საბაზისო თეორიული ცნობიერების ასამაღლებლად და სპეციფიკურ/კონკრეტულ სფეროში პროფესიული სწავლების კუთხით გადის ტრენინგებს. გადამზადების პროგრამა Elbit Cyclone-ში მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. პროფესიულ ტრენინგებს ეტაპობრივად დამატებით კიდევ რამდენიმე სპეციალისტი შეუერთდება. ქარხნის გაშვების მომენტისთვის გადამზადებული და დასაქმებული იქნება 80 შესაბამისი კადრი. საბოლოო ჯამში, ქარხანა 200-მდე ადგილობრივს დაასაქმებსპარალელურად, ATC აქტიურად განაგრძობს სპეციალისტების მოძიების პროცესს. კომპანია შესაბამის ვაკანსიებს ATC- Facebook (https://www.facebook.com/ATC.Factory.Georgia/) და Web გვერდზე ( http://www.atccomposite.com/ ) აქვეყნებსსაპარტნიორო ფონდისა და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის ერთობლივი პროექტი - სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხანა(ATC) მშენებლობის პროცესშია. გეგმის თანახმად, შენობის მშენებლობა და მისი დანადგარებით აღჭურვა 2017 წლის ბოლომდე გაგრძელდება და 2018 წლიდან დაიწყებს ოპერირებასქარხანაში (ATC) დამზადდება სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური დეტალები, წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებულიმაღალტექნოლოგიური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქარხანა (ATC) თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება

ELBIT Cyclone-ის შესახებ

ELBIT Cyclone არის ELBIT Systems-ის შვილობილი კომპანია. ისრაელში ის სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: სამხედრო/თავდაცვის აეროხომალდების ნაწილები, მსხვილი სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილები და უსაფრთხოების სისტემებიELBIT Systems დაარსდა 1967 წელს ისრაელში, არის NASDAQ-ზე" ("ESLT) დათელ-ავივის საფონდო ბირჟებზე კვოტირებული კომპანია. 2015წელს კომპანიის ბრუნვა დაახლოებით 3 107 581მლრდ დოლარს შეადგენდა.


უკან დაბრუნება