სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდს Green Climate Fund-ის წარმომადგენლობა ეწვია

თარიღი: 30 მარ 2017

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში Green Climate Fund-ის წარმომადგენლობა მიიღო. Green Climate Fund-ი გაეროს ქვეყნების მიერ დაარსებული ორგანიზაციაა, რომელიც ჩართულია მსოფლიოს ქვეყნებში კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში. ფონდში გამართული გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე Green Climate Fund-ის წარმომადგენლებმა საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. Green Climate Fund-ი საპარტნიორო ფონდს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში პარტნიორობას და ფონდის პროექტებში ჩართულ კომპანიებს ხელმისაწვდომ ფინანსურ ინსტრუმენტებს სთავაზობს. მწვანე კლიმატის ფონდი არის გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ("UNFCCC") მთავარი ფინანსური მექანიზმი, რომლის მიზანია მთავარი და შედეგზე ორიენტირებული როლის თამაში გარემოს დაცვით პროექტებში. მწვანე კლიმატის ფონდი მუშაობს მსოფლიოს ქვეყნებისთვის ფინანსური რესურსების მოძიებაში რათა, მათ მოახდინონ ქვეყნის ტრანსფორმაცია დაბალემისიან და კლიმატ გონივრული განვითარების კუთხით. ფონდი ეხმარება ქვეყნებს რეალურად მდგრადი და მწვანე ეკონომიკის დანერგვაში. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა შეხვედრაზე თავის მხრივ, Green Climate Fund-ის წარმომადგენლებს საპარტნიორო ფონდის მანდატი და პრიორიტეტები გააცნო. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

უკან დაბრუნება