სიახლეები & მედია

ქუთაისში პირველი ბრენდირებული სასტუმრო გაიხსნა

თარიღი: 03 აპრ 2017

ქუთაისში 3 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Best Western Kutaisi გაიხსნაBest Western Kutaisi, რომელიც საპარტნიორო ფონდმა კაპიტოლ ქუთაისიჰოტელთან" პარტნიორობით ააშენაიმერეთის რეგიონში პირველი ბრენდირებული სასტუმრო იქნებაქუთაისში 3 ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენსაპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის განცხადებით, ფონდის სტრატეგიის ნაწილია რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარება და კერძო ბიზნესის ხელშეწყობა. „ქუთაისში მაღალი კლასის სასტუმროებზე მოთხოვნა არსებობს და პირველი ბრენდული სასტუმროს გახსნა იმერეთის რეგიონში მოტივაცია უნდა გახდეს სხვა კომპანიებისთვის" - განაცხადა დავით საგანელიძემქალაქის ისტორიულ ცენტრში განთავსებულ სასტუმროს 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომრის გარდა,ასევე აქვს ადაპტირებული ნომერი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. სასტუმრო ასევე მოიცავს 3 საკონფერენციო დარბაზს, ღია და დახურული ტიპის კაფე-რესტორანსპროექტის ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია,სადაც ფონდის მონაწილეობა 1.4 მლნ აშშ დოლარიასასტუმროს დეველოპმენტი განახორციელა კომპანიასიმეტრიამ", რომელიც პროექტის 12 სასტუმრო 12 რეგიონში" ფარგლებში საქართველოში 3 და 4 ვარსკვლავიანი ბრენდული სასტუმროების მშენებლობას გეგმავს. უკვე დაწყებულია სასტუმროების პროექტირება ძველ თბილისსა და ბაკურიანშიBest Western Hotels and Resorts სასტუმროების უმსხვილესი საერთაშორისო ქსელია,რომელიც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 4000-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებსBest Western Kutaisi-ის საოპერაციო მართვას საერთაშორისო სასტუმროების მმართველი კომპანია T3 Hospitality Management- უწევს, რომლისთვისაც ეს პირველი პროექტია საქართველოში.


 

უკან დაბრუნება