სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდსა და ისრაელის კომპანიებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თარიღი: 04 მაი 2017

საპარტნიორო ფონდმა ისრაელის ორ კომპანიასთან - Aquamaof Aquaculture Technologies და JVS I.G. Capital Investment ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმით გათვალისწინებულია, საქართველოში თევზის მეურნეობის მოწყობა. მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მეურნეობის აშენება, სადაც მოხდება რამდენიმე სახეობის თევზის წარმოება და გადამუშავება, როგორც ადგილობრივი ასევე უცხოური ბაზრებისთვის. სპეციალიტები რომლებიც საწარმოში დასაქმდებიან, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იქნებიან გადამზადებულნი. „თევზის წარმოების კუთხით ჩვენი ქვეყანა შეუდარებელია, მიხარია რომ ჩვენი წყლის რესურსების ათვისება ამ კუთხითაც მოხდება. მემორანდუმი, რომელსაც დღეს მოვაწერეთ ხელი, ისეთი პროექტის განხორციელებას გულისხმობს, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებს დანერგავს თევზის წარმოებაში, რაც ადგილობრივი ბაზრისთვის სიახლე იქნება, ეს კი კონკურენტუნარიანობას გაზრდის და დარგს განავითარებს," განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ. პარტნიორი მხარე ვალდებულებას იღებს გამოიკვლიოს სექტორი და წარმოადგინოს პროექტის დეტალური საინვესტიციო გეგმა, ხოლო საპარტნიორო ფონდი როგორც ადგილობრივი პარტნიორი პროექტის განხილვის და მოწონების შემდგომ ჩაერთვება პროექტის განხორციელებაში. Aquamaof Aquaculture Technologies Aquamaof Aquaculture Technologies-ის არის ისრაელში დარეგისტრირებული კომპანია, რომელიც 20 წლის განმავლობაში ეწევა კლიენტებისთვის პროფესიულ კონსულტირებას თევზის წარმოების სფეროში. კომპანიას გამოკვლეული და განვითარებული აქვს მსოფლიოს დაახლოებით 50-მდე ადგილას თევზის წარმოება. JVS I.G. Capital Investment I.G. Capital Investment-ი ეწევა საკონსულტაციო და კორპორატიულ მომსახურებას, მათ შორის ეხმარება ბიზნესს და მთავრობებს განვითარებასა და გლობალურ ბაზრებზე დამკვიდრებაში. I.G. Capital Investment-ს აქვს ასევე საბროკერო მომსახურებაც.

უკან დაბრუნება