სიახლეები & მედია

ფონდი საერთაშორისო სავაჭრო პალატის გაერთიანების წევრი გახდა

თარიღი: 18 მაი 2017

საპარტნიორო ფონდი აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის გაერთიანების წევრი გახდა. „საპარტნიორო ფონდის" დელეგაცია ჩინეთში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ფონდის დელეგაციამ აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პეკინში „ერთი სარტყელი, ერთი გზა საერთაშორისო თანამშრომლობისათვის" ფორუმის ფარგლებში გაიმართა. აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა უკრაინის, სლოვაკეთის,ინგლისის, სერბეთის, პოლონეთის, მონტენეგროს, საბერძნეთისა და სხვა ქვეყნების მთავრობების, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესის წარმომადგენლებმა მიიღეს. ღონისძიების ფარგლებში „საპარტნიორო ფონდი" აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ლიუ ჟიანმა პალატის გაერთიანების წევრად ოფიციალურად გამოაცხადა და ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს სერთიფიკატი საზეიმო ვითარებაში გადასცა. აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ლიუ ძიან ჭუნმა თვის გამოსვლაში საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობისა და იმ პროექტებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, რომლებიც საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გამყარებას და „აბრეშუმის გზისა" და „ერთი სარტყელი, ერთი გზის" სტრატეგიული პროექტების განვითარებას შეუწყობს ხელს. ფონდის დელეგაციის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში „საპარტნიორო ფონდსა" და ჩინურ Zeustar Construction Holdings -ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც ლოჯისტიკური პროექტების, ტრანსპორტირებისა და უძრავი ქონების სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. „საპარტნიორო ფონდის" ოფიციალური ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება. ფონდის დელეგაციის შემადგენლობაში არიან „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენელი ცისია ფანჩვიძე.


უკან დაბრუნება