სიახლეები & მედია

შეხვედრა პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში

თარიღი: 01 ივლ 2013

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თურქული კომპანია „ჩალიკ ჰოლდინგის” ხელმძღვანელობის შეხვედრას დაესწრო. თურქ ბიზნესმენებთან შეხვედრა პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში გაიმართა. მხარეებმა ქართულ-თურქულ ურთიერთობებზე და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობებს. „ჩალიკ ჰოლდინგის” ხელმძღვანელმა ახმედ ჩალიკმა საქართველოში ბიზნესის წარმოების სურვილი გამოთქვა. „ჩალიკ ჰოლდინგი" ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა თურქეთის ბაზარზე. ჰოლდინგი 15 ქვეყანის მასშტაბით ოპერირებს ისეთ სექტორებში, როგორებიცაა: ენერგეტიკა, სამშენებლო, საფინანსო, ტექსტილის წარმოება, მედია და ტელეკომუნიკაცია. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და კომპანია „ჩალიკ ჰოლდინგის” ხელმძღვანელმა ახმედ ჩალიკმა თურქული მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარი გააკეთეს.

უკან დაბრუნება