სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ ასტანაში გამართულ „ენერგეტიკის საინვესტიციო ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა

თარიღი: 20 ივლ 2017

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ  აზიის განვითარების ბანკის მოწვევით ქ. ასტანაში,  18-19 ივლისს გამართულ „ენერგეტიკის საინვესტიციო ფორუმში" მიიღო მონაწილეობა. ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) ფარგლებში ფორუმზე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე პრეზენტაციით წარსდგა და ფორუმის მონაწილეებს მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებში კერძო ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით  საპარტნიორო ფონდის გამოცდილება გააცნო.


აზიის განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებულ რეგიონალურ ფორუმში  სახელწოდებით „ენერგეტიკის საინვესტიციო ფორუმი" მონაწილეობა მიიღო, როგორც აღნიშნული პროგრამის მონაწილე ქვეყნების ასევე სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა.ფორუმს ესწრებოდაგრეთვე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძე. ფორუმის პრიორიტეტულ ამოცანას რეგიონის ენერგეტიკულ პროექტებში ( მათ შორის საქართველოში) კერძო სექტორიდან დაფინანსების მოზიდვა წარმოადგენდა.

CAREC-ის შესახებ ;

ცენტრალურიაზიისრეგიონალურიეკონომიკურითანამშრომლობისპროგრამა CAREC  წარმოადგენს 11 ქვეყნის (ავღანეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთისსახალხორესპუბლიკა, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთისრესპუბლიკა, მონღოლეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, თურქმენეთიდაუზბეკეთი) პარტნიორობას, რომელიცერთობლივი მუშაობისა და თანამშრომლობის გზით ხელსუწყობსპარტნიორი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდასდასიღარიბისშემცირებას. 

უკან დაბრუნება