სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა სტამბულში გამართულ „შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში“ (PABSEC) მიიღო მონაწილეობა

თარიღი: 07 ივლ 2017

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა სტამბულში გამართულ „შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში" (PABSEC) მიიღო მონაწილეობა.დავით საგანელიძე გენერალურ ასამბლეაზე "აბრეშუმის გზა ეკონომიკური სარტყელის" პროექტში მუდმივმოქმედი წარმომადგენლის რანგში იმყოფებოდა. 


საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ასამბლეაზე მოხსენებით წარსდგა და პეკინში, 14-15 მაისს გამართული ფორუმის „ერთი სარტყელი, ერთის გზა საერთაშორისო თანამშრომლობისათვის" მნიშვნელობაზე ისაუბრა.PABSEC-ის 49-ე გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობა 12 წევრი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. „შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა" თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ და PABSEC-ის პრეზიდენტმა Mr. İSMAİL KAHRAMAN-მა გახსნა. 

გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით წარსდგა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი Mr. HAJIYEV ASAF HAJI oglu; ასამბლეაზე მოხსენებები გააკეთეს PABSEC-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა.საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა საკუთარ გამოსვლაში პეკინში გამართულ „ერთი სარტყელი, ერთი გზა საერთაშორისო თანამშრომლობისათვის" ფორუმის შესახებ ისაუბრა. დავით საგანელიძემ ფორუმის ფორმატში მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებებსა და მთავარ მიზნებზე გაამახვილა ყურადღება, რაც „ერთი სარტყელი, ერთი გზის" ფარგლებში კორპორაციების, ინდუსტრიების, ფინანსური ინსტიტუტების, მთავრობებისა და სამეცნიერო საზოგადოებებისთვის თანამშრომლობის პლატფორმის შეთავაზებას წარმოადგენს.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი არაოფიციალურ ფორმატში თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს და PABSEC-ის პრეზიდენტს Mr. İSMAİL KAHRAMAN-ს; PABSEC-ის გენერალურ მდივანს Mr. HAJIYEV ASAF HAJI oglu-ს და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს ანდრეი პარუბის შეხვდა.„საპარტნიორო ფონდის" არმასრულებელმა დირექტორმა გენერალური ასამბლეის პირველ პირები და წევრი ქვეყნების ლიდერები „აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის" პრეზიდენტ ლუ ძიენჭუნგის სახელით ბიზნეს სამიტზე მიიწვია და მოსაწვევები გადასცა .ბიზნეს სამიტი სახელწოდებით „2017 წლის სიანის აბრეშუმის გზის ბიზნეს სამიტი და საერთაშორისო კულტურული კვირეული" 8-9 სექტემბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შანსის პროვინციის ქალაქ სიანში გაიმართება. „აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის" წევრი ქვეყნის სტატუსი საქართველოს ამა წლის მაისში დავით საგანელიძის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის დროს „ერთი სარტყელი, ერთი გზა საერთაშორისო თანამშრომლობისათვის" ფორუმის ფარგლებში მიენიჭა.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი 2015 წლიდან PABSEC მუდმივმოქმედი წარმომადგენლია "აბრეშუმის გზა ეკონომიკური სარტყელის" პროექტში. დავით საგანელიძე მანამდე იკავებდა „შავი ზღვის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეას" ვიცე პრეზიდენტის პოსტს. ორჯერ იყო არჩეული PABSEC-ის ეკონომიკის, სავაჭრო, ტრანსპორტისა და ეკოლოგიის კომიტეტის ხელმძღვანელად. PABSEC- მა დავით საგანელიძე ორგანიზაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, სპეციალური მედლით დააჯილდოვა.

უკან დაბრუნება