სიახლეები & მედია

„საპარტნიორო ფონდი“ ლიკანის კომპლექსის რეაბილიტაცია-რესტავრაციიისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოებს იწყებს

თარიღი: 28 ივლ 2017

 
„საპარტნიორო ფონდი"ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის  - ლიკანის კომპლექსის, ე.წ. „რომანოვების რეზიდენციის" რეაბილიტაციისთვის საჭირო  საპროექტო სამუშაოებს იწყებს. 

ამ ეტაპზე მოხდება რომანოვების სასახლის, ორანჟერიისა და საკონფერენციო დარბაზის, აგრეთვე, პარკისა და ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის რეაბილიტაციის პროექტირება. ამასთანავე, ჩატარდება სასახლის მუზეომოგრაფიული კვლევა და შეიქმნება მთლიანი კომპლექსის გენერალური გეგმა.

აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად 771,000 ლარი დაიხარჯება. საპროექტო სამუშაოების ხანგრძლივობაა რვა თვე. პროექტირების დასრულებისთანავე, დაიგეგმება სამშენებლო-სარესტავრაციო  სამუშაობის დაწყება. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, „ლიკანის პარკს" ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი გასულ კვირას მიენიჭა.  

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და „საპარტნიორო ფონდს" შორის 2016 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად ფოდნმა  კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაციის  ვალდებულება აიღო. 

კომპლექსის პროექტირებისა და მომდევნო რეაბილიტაცია-რესტავარციის  სწორად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, „საპარტნიორო ფონდი" აქტიურად თანამშრომლობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან.  
 

უკან დაბრუნება