სიახლეები & მედია

„საპარტნიორო ფონდში“ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან ოფიციალური შეხვედრა გაიმართა

თარიღი: 31 ივლ 2017

„საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტს ვაზილ ჰუდაკს შეხვდა. 


„საპარტნიორო ფონდში" გამართულ შეხვედრაზე ფონდის მენეჯმენტმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ფონდის სტრატეგია და მუშაობის ძირითადი პრინციპები გააცნო. მხარეებმა ისაუბრეს პროექტი "ჯინო გრინ სითის" შესახებ, რომელიც გულისხმობს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკოქალაქის მშენებლობასა და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის, მათ შორის, სასტუმროს, დასასვენებელი კომპლექსის, სკოლის, საბავშვო ბაღის, სამედიცინო ცენტრისა დ ასხვადასხვა რეკრეაციული ზონის განთავსებას. მათ, ასევე, მიმოიხილეს მიმდინარე და სამომავლო პროექტები. 

„საპარტნიორო ფონდის" წარმომადგენლებმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის კონკრეტული ამოცანები დასახეს. 

შეხვედრას „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა, საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ნინო ჩოლოყაშვილი და „ჯინო გრინ სითის" დამფუძნებელი ნოდარ გიორგაძე ესწრებოდნენ. 

2017 წლის ივლისში, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში („საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა"), ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოსთან სამ ფინანსურ შეთანხმებას მოაწერა ხელი: 
  • ევროპის საინვესტი ციობანკის (EIB) მიერ საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში  250 მლნ ევროს დაფინანსების გამოყოფა;
  • ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის დამატებით 3.5 მლნ ევროთი დაფინანსება;
  • ბათუმის საქალაქო სატრანსპორტო პარკის 10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ავტობუსით შევსების ფინანსური შეთანხმებები.

2017 წელს 10 წელი სრულდება, რაც EIB-მა თავისი საქმიანობა საქართველოში დაიწყო. სლოვაკეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვაზილ ჰუდაკი EIB-ში ხელმძღვანელ თანამდებობაზე 2016 წლის ოქტომბერში დაინიშნა. 

უკან დაბრუნება