სიახლეები & მედია

ჩინეთში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი შანხაის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა

თარიღი: 18 სექ 2017

შანხაიში კერძო სექტორთან შეხვედრების პარალელურად, ქართული დელეგაცია დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, შეხვედრებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან მართავს. საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელი შანხაის მთავრობის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ვიცე-თავმჯდომარეს ფუ ლიხუნს შეხვდა.


მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების, თბილისისა და შანხაის დამეგობრებისა და ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიარეისების შესახებ ისაუბრეს. 

ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის შეხვედრა შანხაის თავისუფალი სავაჭრო ეკონომიკური ზონის მენეჯმენტთან და საერთაშორისო ურთიერთობების ბიუროს ხელმძღვანელთან შედგა. მხარეებმა ჩინეთის სავაჭრო ეკონომიკური ზონის კონცეფციის დეტალებისა და საქართველოში ანალოგიური წარმატებული მოდელის დანერგვის შესახებ იმსჯელეს.

უკან დაბრუნება