სიახლეები & მედია

ქართული დელეგაციისთვის, დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ნანჩანგის მერმა მიღება გამართა

თარიღი: 17 სექ 2017

საქართველოს დელეგაციისთვის სპეციალური მიღება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ნანჩანგის მერმა გამართა. ნანჩანგის მთავრობის წევრები საქართველოში მზარდი ბიზნეს სექტორების მიმართ ინტერესს გამოთქვამენ. 


ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია, დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, ქალაქ ნანჩანგში მდებარე ქართული კულტურის ცენტრს „ღვინის სავანეს" ესტუმრა. დელეგაციის წევრებმა შენობაში განლაგებული ქართული ღვინის მუზეუმი და მაღაზიები დაათავლიერეს. ქართული კულტურის ცენტრი ძიანგსის პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიის პრეზიდენტისა და კომპანია „ჯუნგეს" პრეზიდენტმა ლიუ ძი მინის ინიციატივით აშენდა. ლუი ძი მინი ბიზნეს საქმიანობას საქართველოსა და ჩინეთში ეწევა.

უკან დაბრუნება