სიახლეები & მედია

ირაკლი კოვზანაძემ სტუდენტებს საპარტნიორო ფონდი გააცნო

თარიღი: 10 მაი 2013

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ირაკლი კოვზანაძემ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციაზე საპარტნიორო ფონდის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც აქცენტი გაკეთდა ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ფონდის შესაძლებლობების თაობაზე. სტუდენტები გაეცნენ ფონდის მიერ გაწეულ სამუშაოს კერძო ინვესტიციების მხარდაჭერის მიმართულებით საქართველოს ეკონომიკის იმ ოთხ სექტორში, სადაც სახელმწიფოს პრიორიტეტები გააჩნია. ესენია, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, უძრავი ქონება/ინფრასტრუქტურა და წარმოება.
ირაკლი კოვზანაძის მიერ საჯარო ლექციის ფარგლებში მიმოიხილა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მიმდინარე ეტაპი, შეფასდა არსებული გამოწვევები და ამ გამოწვევების გამკლავების გზები და შესაძლებლობები. საჯარო ლექციის შემდგომ გამართულ დისკუსიაზე კოვზანაძემ სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

უკან დაბრუნება