სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდმა IFC-თან ხელშეკრულება გააფორმა

თარიღი: 21 მარ 2014

ჰიდროელექტროსადგურ "ნენსკრასპროექტის განხორციელების პროცესში კერძო სექტორის მონაწილეობის მიზნით, საპარტნიორო ფონდმა ხელშეკრულება გააფორმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC-თან), რომელიც საპარტნიორო ფონდს კონსულტაციას გაუწევს პროექტის სტრუქტურის შემუშავებაში, სახელშეკრულებო და ფინანსური დოკუმენტაციის მომზადებაში და ინვესტორებთან მოლაპარაკების პროცესშიIFC მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია და კერძო სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც ასევე საკონსულტაციო მომსახურებას ეწევა ინფრასტრუქტურულ პროექტებში სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის საკითხებშიჩვენ გვინდა, რომ ყველა ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ კერძო ინვესტორთან ერთად, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განხორციელდეს, სწორედ ამიტომ ავიყვანეთ კონსულტანტად IFC, რომელიც "ნენსკრასპროექტის განხორციელების პროცესში შეაფასებს ინვესტორის წინადადებას, და ასევე მოამზადებს გარიგების სამართლებრივ, კომერციულ და ფინანსურ სტრუქტურას," განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ210 მგვტ ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური სვანეთში მდ. ნენსკრაზე უნდა აშენდეს, რომლის პოტენციური გამომუშავება: 1.3 მლრდ კვტ/სთ იქნება. პროექტის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა: 570 მლნ აშშ დოლარია, ხოლო მშენებლობის ვადა ხუთი წელი.

უკან დაბრუნება