სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდისა და იაპონური კომპანიების სამუშაო შეხვედრა

თარიღი: 27 მარ 2014

იაპონურ კომპანიების კონსორციუმის Oriental Consultants Company Limited და Padeco Co., Ltd. წარმომადგენლებთან საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა სამუშაო შეხვედრა გამართა. იაპონური კონსორციუმი საპარტნიორო ფონდის დაკვეთით შავი ზღვისპირა აკვატორიაში ახალი პორტის გასავითარებლად დამატებით კვლევებს ატარებს. საპარტნორო ფონდის მენეჯმენტის განცხადებით, ფონდს უკვე გააჩნია ახალი პორტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, აგრეთვე მისი საწყისი დიზაინი და გენერალური გეგმა. იაპონური კომპანიის მიერ უახლოეს 2 თვეში განხორციელდება დამატებითი ტექნიკური ანალიზი, რაც დააჩქარებს პროექტის საინვესტიციო განხორციელების პროცესს.


 

უკან დაბრუნება