სიახლეები & მედია

Witteveen+Bos-ის წარმომადგენელი საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს შეხვდა

თარიღი: 03 აპრ 2014

ჰოლანდიურისაინჟინრო კომპანია Witteveen+Bos-ის წარმომადგენელი და ჰოლანდიის ელჩი საქართველოში ჰანს ჰორბაჩი საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელებს შეხვდნენ და განიხილეს ფონდის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის შავიზღვისპირა რეგიონში ახალი პორტის და წყალტუბოს კურორტის განვითარებისშესაძლებლობებიაღმასრულებელიდირექტორის ირაკლი კოვზანაძის თანახმად, საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე საინჟინრო-საკონსულტაციო იაპონური კომპანიების Oriental Consultants Company Limited და მისი პარტნიორი Padeco Co., Ltd. ამჟამად ამზადებენ დეტალური კვლევას ახალი პორტის განსავითარებლად. „60 დღეში გვეცოდინება დეტალები, მათ შორის ახალი პორტის ადგილმდებარეობაც," აღნიშნა შეხვედრაზე ირაკლი კოვზანაძემშეხვედრაზე ასევე ისაუბრეს წყალტუბოს როგორც სამკურნალო კურორტის განვითარებაზეც. Witteveen+Bos-ის წარმომადგენლმა სლოტემა ვოუტერმა აღნიშნა, რომ მისი კომპანია კონსულტირებას უწევს და დიზაინის პროექტს უმზადებს პროექტებს ისეთ სფეროებში როგორიცაა, ინფრასტრუქტურა, ურბანული განვითარება და გარემოს დაცვა

უკან დაბრუნება