სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდი ყაზახურ მხარესთან ერთად სასტუმრო RIXOS-ის მშენებლობის დასკვნით ეტაპზე გადადის

თარიღი: 08 აპრ 2014

დღეს, საპარტნიორო ფონდმა და ყაზახურმა კომპანია "ყაზმუნაიგაზ-სერვისმა"- ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას - ლიკანში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობის დასრულებისთვის დაფინანსების გამოყოფის შესახებ. „ვგეგმავთ, რომ სასტუმრო კომპლექსი წლის ბოლოს გაიხსნება და ტურისტებს შესთავაზებს დასვენებისთვის აუცილებელ ყველა პირობას და დამატებით შარმს შესძენს ბორჯომის რეგიონს," აღნიშნა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ. 152 ნომრიანი RIXOS-ის სასტუმრო კომპლექსი ლიკანში (ბორჯომი) ყოფილი IV სამმართველოს ტერიტორიაზე განთავსდება და აღჭურვილი იქნება დასვენებისთვის აუცილებელი თანამედროვე ინფრასტრუქტურით. კომპლექსში ასევე შესაძლებელი იქნება სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება. კომპლექსის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა: 38,5 მლნ. აშშ დოლარია. ფონდის თანამონაწილეობა პროექტში კაპიტალის 50%-ია. სასტუმროს ოპერირებას მსოფლიოში ცნობილი ოპერატორი RIXOS განახორციელებს. 2000 წელს თურქეთში დაფუძნებული სასტუმროების ქსელი RIXOS-ი დღეისათვის უკვე 20-ზე მეტ სასტუმროს მართავს, როგორც თურქეთში, ასევე ყაზახეთში, ხორვატიაში, ეგვიპტეში, შვეიცარიაში, აზერბაიჯანსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროში.

უკან დაბრუნება