სიახლეები & მედია

ევროპელი ბიზნესმენები საპარტნიორო ფონდში

თარიღი: 19 მაი 2014

შვეიცარიული საბანკო ჯგუფის Edmond De Rothschild-ის და ჩეხური საინვესტიციო კომპანიის DYNASTION-ის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს ბიზნეს გარემოს სწავლობენ, საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ფონდის მუშაობის სპეციფიკას და პრიორიტეტულ სექტორებს გაეცნენ. ევროპელმა სტუმრებმა საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტისგან მოისმინეს ინფორმაცია ფონდის სტრუქტურის შესახებ. როგორც საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, ფონდი ამჟამად ახორციელებს 9 პროექტს, ხოლო 15-მდე პროექტი განხილვის სტადიაშია. „ვცდილობთ განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომლებიც დაეხმარება ეკონომიკას გაჯანსაღებაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და გაძლიერებას," განაცხადა კოვზანაძემ. კოვზანაძის თანახმად, შვეიცარიულ საბანკო ჯგუფ Edmond De Rothschild-სა და ჩეხური საინვესტიციო კომპანიას DYNASTION ფონდი განიხილავს როგორც პოტენციურ თანაინვესტორებს საპარტნიორო ფონდის პროექტებში.

უკან დაბრუნება