სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდმა წყალტუბოს კურორტის განვითარების კონცეფციაზე მუშაობა დაიწყო

თარიღი: 30 მაი 2014

საპარტნიორო ფონდმა წყალტუბოს კურორტის განვითარების შესაძლებლობების შესასწავლად საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Kohl & Partner-თან ხელშეკრულება გააფორმა.„კვლევა რამდენიმე თვეში დასრულდება და შემოდგომისთვის უკვე გვეცოდინება რა შეიძლება გავაკეთოთ წყალტუბოს განსავითარებლად," განაცხადა ხელმოწერის ცერემონიაზე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა. ირაკლი კოვზანაძის თანახმად, კვლევა მოიცავს ტექნიკურ-ეკონომიკურ ანალიზს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქტივების შესაძლო განვითარებას, ბუნებრივი აქტივების ტექნიკურ კვლევას, საკურორტო კომპლექსის განაშენიანებისა და ინფრასტრუქტურის განახლების გეგმას. წყალტუბოს კურორტი განთქმულია თერმულ-რადონული წყლის აბაზანებით და პოპულარობით სარგებლობდა საბჭოთა პერიოდის დროს. Kohl & Partner, ძირითადად სასტუმროების და ტურიზმის განვითარების კუთხით მუშაობს და წარმოდგენილია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიასა და ბულგარეთში.

უკან დაბრუნება