სიახლეები & მედია

პრემიერ მინისტრმა საპარტნიორო ფონდის მიერ ლიკანში მშენებარე სასტუმრო RIXOS დაათვალიერა

თარიღი: 24 მაი 2014

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლიკანში მშენებარე სასტუმრო კომპლექსი RIXOS დაათვალიერა. სასტუმრო ხუთვარსკვლავიანია და მას საპარტნიორო ფონდი ყაზახურ კომპანია „ყაზმუნაიგაზ-სერვისთან" ერთად ლიკანში, ბორჯომის რაიონში ყოფილი IVსამმართველოს ტერიტორიაზე აშენებს. სამშენებლო სამუშაოები პრემიერ მინისტრს საარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ დაათვალიერებინა და მას პროექტის დეტალები გააცნო. ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სამშენებლო სამუშაოები ასევე მოინახულა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. ირაკლი კოვზანაძის თანახმად, ამჟამად ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და დაწყებულია შიდა აღჭურვის სამუშაოები, რომელსაც თურქული კომპანია „დეკონი" უზრუნველყოფს. „კომპლექსის სამუშაოებზე ყოველდღიურად 150-მდე ადგილობრივია დასაქმებული, ხოლო თვითონ სასტუმროს გახსნას წლის ბოლოსთვის ვგეგმავთ, სადაც უკვე მუდმივად 300-მდე ადამიანი იქნება დასაქმებული," განაცხადა კოვზანაძემ. 152- ნომრიანი სასტუმრო აღჭურვილი იქნება დასვენებისთვის აუცილებელი თანამედროვე ინფრასტრუქტურით და დამსვენებლებს შესთავაზებს მრავალფეროვან სპა-პროცედურებს. კომპლექსში შესაძლებელი იქნება სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებაც. ლიკანის სასტუმროს კომპლექსის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 38,5მლნ. აშშ დოლარია. ფონდის თანამონაწილეობა პროექტში 50%-ია.

 

უკან დაბრუნება