სიახლეები & მედია

Barclays დელეგაცია საპარტნიორო ფონდში

თარიღი: 18 ივნ 2014

საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა უმსხვილეს ბრიტანულ მულტინაციონალურ საბანკო და საფინანსო სერვისების კომპანია Barclays-ის დელეგაციას უმასპინძლა.  ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ დელეგაციის წევრებს მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისი ბანკის" აქციების პირველად საჯარო შეთავაზებაზე (IPO), რაც სტუმრების აზრით საქართველოს მიმართ ინვესტორების ინტერესს გაზრდის. საფონდო ბირჟაზე „თიბისი ბანკის" აქციების განთავსებაზე მრჩეველი სწორედ Barclays-ი იყო. საუბარი ასევე შეეხო ადგილობრივ ბაზარზე უცხოური კაპიტალის ზრდის პოტენციალს და სამომავლო გეგმებს, მათ შორის საპარტნიორო ფონდის შვილობილი კომპანიების „საქართველოს რკინიგზის" და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" აქციების შესაძლო განთავსებას ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

უკან დაბრუნება