სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდმა ახალი პორტისთვის ანაკლია შეარჩია

თარიღი: 02 ივლ 2014

საერთაშორისო გამოცდილების მქონე საინჟინრო-საკონსულტაციო იაპონურმა კონსორციუმმა -Oriental Consultants Company Limited, რომელიც საპარტნიორო ფონდის დაკვეთით ახორციელებდა კვლევას შავი ზღვისპირა აკვატორიაში ახალი პორტის გასავითარებლად უკვე დაასრულა მუშაობა და პორტისთვის საუკეთესო ადგილად ანაკლია შეარჩიაროგორც საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, პორტი, რომელიც ანაკლიაში აშენდება, შეძლებს მსხვილი გემების (.. „პანამაქსის") მომსახურებასსაერთაშორისო კვლევები მიხედვით საკონტეინერო გადაზიდვების მაჩვენებელი ყოველწლიურად 18 პროცენტით იზრდება, რამაც დღის წესრიგში დააყენა საქართველოში ახალი პორტის აშენების საჭიროება. მითუმეტეს, რომ ჩვენს მოქმედ პორტებ: ბათუმსა და ფოთს პრაქტიკულად ათვისებული აქვთ საკუთარი სიმძლავრეები,"  განაცხადა კოვზანაძემ.   2 ივლისის ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, მომავალი კვირიდან, ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება. საპარტნორო ფონდის მენეჯმენტის განცხადებით, ფონდს უკვე გააჩნია ახალი პორტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, აგრეთვე მისი საწყისი დიზაინი და გენერალური გეგმა.

უკან დაბრუნება