სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდს რუსი და ებრაელი ბიზნესმენები სტუმრობდნენ

თარიღი: 11 თებ 2014

რუსული AGRICO და ებრაული Terra 1 Group-ის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან საქართველოში, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ბიზნესმენები საქართველოში პოტენციური ბაზრის განვითარებით არიან დაინტერესებული. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ სტუმრებს გააცნო ის მიმართულებები, სადაც ფონდი პროექტებს ახორციელებს. ეს არის ენერგეტიკა, უძრავი ქონება/ინფრასტრუქტურა, წარმოება და სოფლის მეურნეობა. ირაკლი კოვზანაძემ ფონდის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სოფლის მეურნეობა, სადაც ფონდმა უკვე წარმატებით დაასრულა ერთი პროექტი - მეღორეობის ფერმა. რუსული AGRICO, სოფლის მეურნეობის საინვესტიციო კომპანია (Agrarian Investment Company) დინამიურად მზარდი მსხვილი ორგანიზაციაა რუსულ ბაზარზე, რომელიც ფლობს სასოფლო სამეურნეო მიწას სამხრეთ რუსეთში, სადაც მაღალი ხარისხის სოფლის მეურნეობის პროდუქტს აწარმოებს. AGRICO-ს დირექტორმა ვლადიმირ ბოვინმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მისი კომპანია დაინტერესებულია საქართველოს ბაზრით და ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაცნობის მიზნით ჩამოვიდა.

უკან დაბრუნება