სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა ნენსკრას ტერიტორია დაათვალიერა

თარიღი: 13 სექ 2014

საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა სვანეთში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის შერჩეული ტერიტორია დაათვალიერა. ფონდის წარმომადგენლები გაეცვნენ მისასვლელი გზებისა და სხვა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მდგომარეობას, ასევე რელიეფურ და სხვა ბუნებრივ პირობებსროგორც საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ საიტის დათვალიერების შემდეგ განაცხადა, სადგურის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტის რისკები საგრძნობლად შემცირდებაუკვე დაწყებულია სადგურამდე მისასვლელი გზის მშენებლობა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები კორეულ კომპანიასთან -K Water, რომელთანაც ხელი მოეწერა პირველად ხელშეკრულებას (Term Sheet), ხოლო საბოლოო შეთანხმებები მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა გაფორმდეს. ვგეგმავთ, რომ2015 წლის გაზაფხულიდან როგორც კი კლიმატური პირობები ამის შესაძლებლობას მოგვცემს, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დავიწყოთ," აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.  210 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ. იქნება. ფონდის მრჩეველი ამ პროექტში არის - IFC (საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია).  გარდა ნენსკრას პროექტისა, ენერგეტიკის სექტორში ფონდი ასევე მუშაობს 230 მვტ სიმძლავრის გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტზე, რომლის განხორციელების შედეგად ქვეყანა წლიურად მიიღებს დამატებთ 1.8 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას. კონტრაქტორი ამ პროექტში არის თურქული კომპანიაჩალიკ ენერჯი." 220 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტს აფინანსებს საპარტნიორო ფონდი შვილობილ კომპანია -„საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციასთან" ერთად და სადგურიექსპლუატაციაში გაშვებას 2015 წლის ბოლოდან გეგმავს.

უკან დაბრუნება