სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდმა დიპლომატიურ კორპუსის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს წლიური ანგარიში გააცნო

თარიღი: 09 ოქტ 2014

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს ფონდის 2013 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიში გააცნო. როგორც შეხვედრაზე ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, მონაცემები წინა (2012) წელთან შედარებით გაუმჯობესებულია. მისი თქმით, 2013 წელს ფონდის მოგებამ შეადგინა 73 მილიონ 569 ათასი ლარი, ხოლო მთლიანმა შემოსავლებმა 979 მილიონი ლარი. რაც შეეხება ჯამურ აქტივებს, იგი 3%-ით გაიზარდა და 5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. „შედეგები შთამბეჭდავია, რამდენადაც ჩვენი საინვესტიციო აქტივობა - ანუ მთლიანი საინვესტიციო მოცულობა იმ პროექტების, რომლებზეც ჩვენ ვმუშაობთ, 2 მლრდ ამერიკულ დოლარამდეა გაზრდილი," განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და დასძინა, რომ გაუმჯობესებული მონაცემები ფონდს და შვილობილ კომპანიებს საშუალებას მისცემს მეტი პროექტები განახორციელონ. ფონდის 2013 წლის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშში მოცემულია ყველა იმ ძირითადი სექტორების მიმოხილვა, რაც ქვეყნისთვის და ფონდისთვის პრიორიტეტულია. ასევე, მასში მიმოხილულია ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი, მაკროეკონომიკური პარამეტრები და ასევე, სხვადასხვა წამყვანი საერთაშროსო სააგენტოების მიერ ქვეყნისთვის მინიჭებული რეიტინგები. ანგარიში იძლევა ინფორმაციას ფონდის ყველა დასრულებული და მიმდინარე პროექტების შესახებ. ანგარიშის ბოლო ფურცლებზე შესაძლებელია მენეჯმენტის შესახებ მოკლე ბიოგრაფიების ნახვაც.

უკან დაბრუნება