სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდმა ბიზნეს ასოციაციას წლიური ანგარიში გააცნო

თარიღი: 22 ოქტ 2014

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ ბიზნეს გაერთიანების -„საქართველოსბიზნეს ასოციაციის" წარმომადგენლებს ფონდის 2013 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიში გააცნო. ირაკლი კოვზანაძემ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობაზე, რაც ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას„ფონდისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტულ სექტორებში კერძო ინვესტიციების ხელშეწყობა, სწორედ ამიტომ ენიჭება ამ ფორმატის შეხვედრას დიდი მნიშვნელობა," აღნიშნა კოვზანაძემ. ფინანსური ანგარიში მომზადდა 2013 წლის მონაცემებზე დაყრდნობით და შესულია ფონდის ყველა, მათ შორის მისი შვილობილი კომპანიების ფინანსური მონაცემებიც. ანგარიშის მიხედვით, მონაცემები წინა (2012) წელთან შედარებით გაუმჯობესებულია. 2013 წელს ფონდის მოგებამ შეადგინა 73 მილიონ 569 ათასი ლარი, ხოლო მთლიანმა შემოსავლებმა 979 მილიონი ლარი. რაც შეეხება ჯამურ აქტივებს, იგი 3%-ით გაიზარდა და 5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ანგარიშში მოცემულია ეკონომიკის სექტორებისმიმოხილვა, ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი, და სხვადასხვა წამყვანი საერთაშროსო სააგენტოების მიერ ქვეყნისთვის მინიჭებული რეიტინგები.ანგარიში იძლევა ინფორმაციას ფონდის ყველა დასრულებული და მიმდინარე პროექტების შესახებ.

უკან დაბრუნება