სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდმა წყალტუბოს საკურორტო ზონის განვითარების კონცეფცია მოამზადა

თარიღი: 05 დეკ 2014

საპარტნიორო ფონდმა, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Kohl & Partner-თან ერთად დაასრულა წყალტუბოს კურორტის შესაძლებლობების კვლევა და მისი განვითარების კონცეფცი შეიმუშავა. კონცეფციის თანახმად, წყალტუბოს საკურორტო ზონის რეაბილიტაცია ორფაზიანია და რამდენიმე ეტაპს მოიცავს. იგი რამდენიმე წელი გაგრძელდება და მოიცავს თერმული აბანოების აღდგენას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასტუმროების რეაბილიტაციას, თანამედროვე ტექნიკით და სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი სასტუმროების აშენებას, სამედიცინო და სპა ტურიზმის განვითარებას, საბავშვო გასართობი ცენტრების და წყლის ატრაქციონების აშენებას, რესტორნების განვითარებას, გოლფის სათამაშო მოედნის მოწყობას, სავაჭრო ცენტრების გახსნას და ტროპიკული ბაღების გაშენებას. კურორტის განვითარების შედეგად შეიქმნება ასეულობით დამატებით სამუშაო ადგილ და ადგილობრივებს გაუუმჯობესებათ ეკონომიკურ მდგომარეობა. „ინტერესი ინვესტორების მხრიდან მაღალია. თუმცა ველოდებით, რომ მათი დაინტერესება კონცეფციის გაცნობის შემდეგ უფრო გაიზრდება, როდესაც მათთვის უკვე კონკრეტული წინადადებების შეთავაზებას შევძლებთ. ინვესტიციებს რაც შეეხება, ვფიქრობ, სულ მცირე 750 მილიონი დოლარის ინვესტიციაზეა საუბარი. რაც რეგიონისთვის განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის შეიძლება გახდეს," განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ. კოვზანაძის თანახმად, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ფონდის მიზანია, რომ 2030 წლისთვის წყალტუბო იქცეს სამედიცინო და სპა ცენტრის დედაქალაქადაღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც ადვილად გაუწევს ცენტრალური ევროპის ცნობილ კურორტებს კონკურენციას.

უკან დაბრუნება