სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდს და უნგრულ „ექსიმ ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თარიღი: 26 იან 2015

საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტი, რომელიც უნგრეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, „ექსიმ ბანკის"ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს, უნგრული ბანკის და ფონდის პროექტების პრეზენტაცია გამართეს, პრიორიტეტებსა და მიმდინარე პროექტებზე იმსჯელეს. „ვიზიტი ნაყოფიერი იყო. უნგრული მხარე ინტერესით ადევნებს თვალს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს", განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ.  ირაკლი კოვზანაძემ და ექსიმ ბანკის" აღმასრულებელმა დირექტორმა ზოლტან ურბანმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ექსიმ ბანკისა" და საპარტნიორო ფონდის მხრიდან საქართველოში ერთობლივი პროექტების დაფინანსების შესაძლებლობები განიხილეს. მხარეებმა ასევე ექსპორტის წახალისების მიმართულებით, როგორიცაა ექსპორტის ფინანსირება, დაზღვევა და გარანტიები ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.  ექსიმ ბანკის" აღმასრულებელმა დირექტორმა ზოლან ურბანმა აღნიშნა, რომ 2013 წლის შემდეგ ბანკმა დაიწყო რამდენიმე ქვეყანაშისხვადასხვა სააქციო ფონდებშიინვესტირება. შეხვედრაზე, საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირების ხელშესაწყობად,ექსიმ ბანკისა" და საპარტნიორო ფონდის მიერ ერთობლივი უნგრულ-ქართული ფონდის ჩამოყალიბების საკითხიც განიხილეს. სამუშაო შეხვედრის შემდეგ საპარტნიორო ფონდსა და უნგრეთის „ექსიმ ბანკს" შორის ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

უკან დაბრუნება