სიახლეები & მედია

“Compagnie de Vichy” საპარტნიორო ფონდის პროექტით დაინტერესდა

თარიღი: 29 იან 2015

ფრანგული კომპანია"Compagnie de Vichy” საპარტნიორო ფონდში მომზადებული წყალტუბოს საკურორტო ზონის განვითარების პროექტით დაინტერესდა. პირველი სამუშაო შეხვედრა ფონდში "Compagnie de Vichy” - ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ჟან-ლუკ სუარესმა გამართა. საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა ფრანგული კომპანიის წარმომადგენელს წყალტუბოს საკურორტო ზონის განვითარების კონცეფცია და პროექტის დეტალები გააცნოჟან-ლუკ სუარესმა საპარტნიორო ფონდს საკურორტო ზონის განვითარების პროცესში მისი კომპანიის გამოცდილების გაზიარება და თანადგომა შესთავაზა. მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.  წყალტუბოს საკურორტო ზონის განვითარების კონცეფცია საპარტნიორო ფონდმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Kohl & Partner-თან ერთად შეიმუშავაპროექტის თანახმად, წყალტუბოს საკურორტო ზონის რეაბილიტაცია ორფაზიანია და რამდენიმე ეტაპს მოიცავს. იგი რამდენიმე წელი გაგრძელდება და მოიცავს თერმული აბანოების აღდგენას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასტუმროების რეაბილიტაციას, თანამედროვე ტექნიკით და სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი სასტუმროების აშენებას, სამედიცინო და სპა ტურიზმის განვითარებას, საბავშვო გასართობი ცენტრების და წყლის ატრაქციონების აშენებას, რესტორნების განვითარებას, გოლფის სათამაშო მოედნის მოწყობას, სავაჭრო ცენტრების გახსნას და ტროპიკული ბაღების გაშენებას.  1862 წელს დაარსებული ”Compagnie de Vichy”წარმოადგენს ფრანგულს კომპანიას, რომელიც ევროპაში ცნობილი სპა და თერმული კურორტების მართვასა და ოპერირებას ახორციელებს.

უკან დაბრუნება