სიახლეები & მედია

ესპანური დელეგაცია საპარტნიორო ფონდში

თარიღი: 06 თებ 2015

ესპანეთის ერთი-ერთი წამყვანი ბიზნეს კორპორაციისACCIONA-ს დელეგაცია საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოხატეს. მათ კომპანია ACCIONA-ს და ფონდის ისტორიაზე, სტრუქტურასა და საქმიანობის პრიორიტეტული სექტორებზე ისაუბრეს.გამომდინარე იქიდან, რომ ACCIONA-ს ინტერესის ძირითადი სფეროები ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული მშენებლობებია და მას გააჩნია სურვილი დაიწყოს საქმიანობა საქართველოში, სტუმრები ფონდის მიერ ამ სფეროებში მიმდინარე პროექტებით დაინტერესდნენ. ACCIONA 1930 წელს დაფუძნებული ესპანური კორპორაციაა, რომელიც პროექტებს მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს. 2013 წლის მონაცემით, კორპორაციას დასაქმებული ყავს 34,108 თანამშრომელი და მისი წლიური შემოსავალი 6,607 მილიონი ევროა.



უკან დაბრუნება