სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდმა ახალი პროექტი დაიწყო

თარიღი: 25 თებ 2015

საპარტნიორო ფონდმა ადგილობრივ კომპანია შპს „ვანრიკ აგროსთან" (VANRIK AGRO) ერთად ხელი მოაწერა ხელშეკრულებას და სოფლის მეურნეობის სექტორში ახალი პროექტი - ლურჯი მოცვის მოყვანა და გადამუშავება ოფიციალურად დაიწყო. პროექტი ოზურგეთის რაონის დაბა ლაითურში განხორციელდება"ასეთი პროექტების ხელშეწყობით და განხორციელებით ჩვენ სოფლის მეურნეობის განვითარებას და ეკონომიკის გაძლიერებას ვუწყობთ ხელს," აღნიშნა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზეპროექტი მიზნად ისახავს 70 ჰექტარ ტერიტორიაზე ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენებას და გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობას, სადაც ლურჯი მოცვის ნაყოფის კალიბრაცია, შეფუთვა და სარეალიზაციოდ მომზადება მოხდებაპროექტი 400 ადგილობრივს დაასაქმებს, საიდანაც 100 სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომელი და 300-მდე სეზონური მუშახელი იქნება. მსოფლიოში ლურჯი მოცვის მოხმარების მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანია გეგმავს პროდუქციის 90%-ის ექსპორტზე გატანას. როგორც კოვზანაძემ აღნიშნა, ფონდი ქართული პროდუქტის ექსპორტის წახალისებაში სერიოზულ წვლილს შეიტანსპროექტს მხარდაჭერასგერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება" - GiZ- დახალიკ ბანკი" გაუწევს. პროექტის ჯამური ღირებულება 6.7 მლნ. აშშ დოლარია.

უკან დაბრუნება