სიახლეები & მედია

LR GROUP -ის წარმომადგენლები საპარტნიორო ფონდში

თარიღი: 11 მარ 2015

საქართველოში ვიზიტად მყოფი ებრაული კომპანია LR GROUP -ის წარმომადგენლობა საპარტნიორო ფონდს ესტუმრა და მის საქმიანობას გაეცნო. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიის ინტერესის სფერო სოფლის მეურნეობის სექტორია, საუბარი ფონდის მიერ ამ სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს შეეხო. LR GROUP -ის პრეზიდენტმა როი ბენ იამიმ ფონდის მენეჯმენტს განსახორციელებელი პროექტების პრეზენტაცია წარუდგინა. კომპანია სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს აფრიკის, ლათინური ამერიკის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და სურს, რომ ინვესტიციასაქართველოშიც განახორციელოს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის თანახმად, ფონდის ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორი სოფლის მეურნეობაა, სადაც ფონდი ადგილობრივ კომპანიებთან ერთად ახორციელებს პროექტებს. „პროექტი, რომელიც მათ წარმოადგინეს რძის წარმოებას შეეხებოდა, ჩვენ დავინტერესდით ამ პროექტით და გავაგრძელებთ მის შესახებ ინფორმაციების გაცვლას," აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

უკან დაბრუნება