სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდი ნენსკრა ჰესის მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოებს იწყებს

თარიღი: 19 მარ 2015

საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K Water-თან, რომელიც ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზეა პასუხისმგებელი, იმპლემენტაციასა და ელექტროენერგიის შესყიდვის ძირითად პირობებზე შეთანხმდა. შეთანხმებას 19 მარტს, თბილისში, საპარტნიორო ფონდის ოფისში მოეწერა ხელი.  საპარტნიორო ფონდი ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოებს ზაფხულიდან დაიწყებს. ამჟამად მიმდინარეობს ნენსკრა ჰესის პროექტის სამშენებლო ტენდერი, რომელშიც 7 პრეტენდენტი მონაწილეობს, მათ შორის არიან მსოფლიოში ცნობილი იტალიური, ესპანური, კორეული და თურქული კომპანიები. თითოეული მათგანს ჰიდროელექტროსადგურებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაში მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათმაისში დასახელდება ჰესის მშენებელი გამარჯვებული კომპანია, რომელიც სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას უზრუნველყოფს. ტენდერში მონაწილე კომპანიები საპარტნიორო ფონდმა K Water, Fichtner, Allen@Overy, IFC, BNP Paribas-თან ერთად შეარჩიასაპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ჰესის მშენებლობა 5 წელი გაგრძელდება, თუმცა პირველადი ელექტროენერგიის გამომუშავება მშენებლობის საბოლოო დასრულებამდეც მოხდებაპროექტის ინვესტორია სამხრეთ კორეული კომპანია K Water, რომელიც საპარტნიორო ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, პროექტის განხორციელებაზეა პასუხისმგებელი. პროექტში ფონდის მრჩეველია საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია(IFC). 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2მლრდ კვტ/სთ. იქნება. ნენსკრა ჰესის პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ. აშშ. დოლარია. პროექტი 2021 წელს დასრულდებაგარდა ნენსკრას პროექტისა, ენერგეტიკის სექტორში საპარტნიორო ფონდი ასევე მუშაობს 230მგვტ სიმძლავრის გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტზე, რომლის განხორციელების შედეგად ქვეყანა წლიურად დამატებთ 1.8 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას მიიღებს. კონტრაქტორი ამ პროექტში არის თურქული კომპანიაჩალიკ ენერჯი." 220 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტს აფინანსებს საპარტნიორო ფონდი შვილობილ კომპანია -„საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციასთან" ერთად და სადგურის ექსპლუატაციაში გაშვებას 2015 წლის ბოლოდან გეგმავს.

K Water-ის შესახებ

სამხრეთ კორეული სახელმწიფოს წყლის რესურსების კორპორაცია K Water ფლობს 20 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ჯამურ აქტივებსდა მისი წლიურიბრუნვა შეადგენს 2 მლრდაშშ დოლარს. კორეისგარდა კორპორაცია პროექტებს ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებში ევროპისდა აზიის მასშტაბით.


უკან დაბრუნება