სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდი საავიაციო ნაწილების საწარმოს პროექტს იწყებს

თარიღი: 31 მარ 2015

საპარტნიორო ფონდმა, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ისრაელის ცნობილ კომპანია Elbit Cyclone-თან ხელი მოაწერა წარმოების სექტორში ახალი მაღალტექნოლოგიური პროექტის ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო თვითმფინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას. "ასეთი პროექტების ხელშეწყობით და განხორციელებით ჩვენ ხელს ვუწყობთ მაღალტექნოლოგიული წარმოების განვითარებას, ეს კი მაგალითს აძლევს სხვა მსხვილ ბრენდებს საქართველოში განავითარონ საკუთარი ბიზნესი," აღნიშნა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე. პროექტიმიზნად ისახავს 3 წლის განმავლობაში 85 მლნ აშშ-ს ღირებულების მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საწარმოს შექმნას, სადაც თვითმფრინავის დეტალები, მათ შორის კარები, აეროდინამიკური ზედაპირი, საკონტროლო პანელი და სხვა ნაწილები ავიაციის სფეროში მოწინავე ტექნოლოგიით იქნება დამზადებული. აღნიშნული საწარმო ELBIT-ის დახმარებით გაივლის ავიაციის კონკურენტულ ბაზარზე გასვლისთვის საჭირო ყველა აუცილებელ სერტიფიცირებას. საწარმოში შექმნილი პროდუქციის მომხმარებლები იქნებიან ავიაციის ინდუსტრიის ისეთი მსხვილი მოთამაშეები, როგორც Boeing, Airbus, Bombardier და სხვები. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მაღალტექნოლოგიური საწარმო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ამ ტიპის საწარმო იქნება. პროექტი 300 ადგილობრივს დაასაქმებს, რომელთა გადამზადება მოხდება წამყვანი სპეციალისტების მიერ. მაღალკვალიფიციური სპეციალისტები კი ისრაელიდან ჩამოვლენ. საწარმოში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, რაც დადებითად აისახება ქვეყნის სავაჭრო ბალანსზე. ამჟამად ELBIT Cyclone კომპოზიტურ მასალებს ამზადებს ისრაელში, ქალაქ ჰაიფას საწარმოში. დამატებითი საწარმოო სიმძლავრეების შექმნის მიზნით ELBIT-მა საქართველო სხვა მრავალ ალტერნატივას შორის სტაბილური და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს გამო შეარჩია. ELBIT Cyclone არის ELBIT Systems-ის შვილობილი კომპანია, რომელის წლიური ბრუნვა 130 მლნ აშშ დოლარს აღემატება. ისრაელში ის სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: სამხედრო/თავდაცვის აეროხომალდების ნაწილები, მსხვილი სამოქალაქო თვითმფრიმავების ნაწილები და უსაფრთხოების სისტემები. ELBIT Systems დაარსდა 1967 წელს ისრაელში, არის „NASDAQ-ზე" ("ESLT”) და თელ-ავივის საფონდო ბირჟებზე კოტირებული კომპანია. 2013 წელს კომპანიის ბრუნვა დაახლოებით 3 მლრდ დოლარს შეადგენდა.

უკან დაბრუნება