სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდი ექსპორტის ხელშემწყობ სააგენტოს ქმნის

თარიღი: 18 მარ 2015

საექსპორტო ბაზრებზე ორიენტირებული ადგილობრივი კომპანიების დასახმარებლად საპარტნიორო ფონდი ექსპორტის ხელშემწყობ სააგენტოს სტრუქტურაზე მუშაობს. ამ მიზნით ფონდმა შეარჩია საერთაშორისო კონსულტანტი - ექსპორტის ხელშეწყობის ცნობილი იტალიური სააგენტოსაჩე" (SACE)საპარტნიორო ფონდისაჩესთან" (SACE) ერთად მომდევნო სამი თვის განმავლობაში სააგენტოს სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და იმ პროდუქტებისა და პროცედურების შექმნაზე იმუშავებს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ექსპორტიორების ფინანსირებას.  ეს საშუალებას მოგვცემს, შემდგომი განვითარებისა და გაფართოების პერსპექტივით, პირველ ეტაპზე შევქმნათ მინიმუმ 4 პროდუქტი, როგორებიცაა ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით საკრედიტო დაზღვევა, დოკუმენტური დაკრედიტება, ფაქტორინგული ოპერაციები, ფინანსური გარანტიები. ზოგადად პროდუქტები, რომლებიც დაკავშირებულია ექსპორტიორი კომპანიების საკრედიტო რისკების დაზღვევასა და ამ რისკების გადანაწილებასთან", განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემკოვზანაძის თანახმად, ყოველივე ეს ექსპორტიორ კომპანიებს საშუალებას მისცემს, მოიპოვონ ფინანსირება ადგილობრივი ოპერაციებისთვისაც საექსპორტო ბაზრის გასაფართოებლადფონდში ვარაუდობენ, რომ სამი თვის განმავლობაში სააგენტო იქნება ჩამოყალიბებული და დაკომპლექტებული. ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო საპარტნიორო ფონდის ბაზაზე შვილობილის სტატუსით ჩამოყალიბდება.

 

SACE- შესახებ

საჩე (SACE) ჯგუფი არის ლიდერი ფინანსური მომსახურების სააგენტო, რომელიც საერთაშორისო ბაზარს სთავაზობს ფართო პროდუქტების სპექტრს, როგორიცაა, დოკუმენტური დაკრედიტება, პოლიტიკური და საკრედიტო რისკების დაზღვევა, ფინანსური გარანტიები და ფაქტორინგული ოპერაციები. ჯგუფის ოპერაციების მოცულობა შეადგენს 70 მლრდ. დოლარს, რომელიც მოიცავს მსოფლიოს 189 ქვეყანას. საჩე (SACE) ჯგუფი ხელს უწყობს იტალიური და უცხოური ბიზნესების კონკურენტუნარიანობას, ფულადი სახსრების სტაბილურობის გარანტირებით. „საჩეს" (SACE) მისიაა ხელი შეუწყოს იტალიურ ექპორტსა და ინვესტიციებს, ასევე იტალიური ეკონომიკისა და ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განვითარებას.


უკან დაბრუნება