სიახლეები & მედია

Vichy საპარტნიორო ფონდის პროექტში ჩაერთო

თარიღი: 22 აპრ 2015

საპარტნიორო ფონდსა და ფრანგულ კომპანია Compagnie de Vichy-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ცნობილი ფრანგული კომპანია წყალტუბოს საკურორტო ზონის განვითარების პროექტის განხორციელებაში ჩაერთო.  მემორანდუმის თანახმად, Compagnie de Vichy-ი მზადყოფნას გამოთქვამს საპარტნიორო ფონდთან ერთად განახორციელოს წყალტუბოს სამკურნალო წყლის ჰიდროლოგიური კვლევა, შეიმუშაოს სანიტარული ზონის დაგეგმარებითი და სარეაბილიტაციო სტრატეგია და ფინანსური მოდელი. მომავალში კი კომპანია ასევე მზად არის საინჟინრო ზედამხედველობა გაუწიოს სანიტარული ზონის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და დაეხმაროს კურორტს მარკეტინგული თვალსაზრისით პოპულარიზაციის გაზრდაში. ამასთან, მომავალში კომპანია მზად არის მისი ლოგოს გამოყენების უფლება მიანიჭოს ბალნეოლოგიური კურორტის ოპერატორ კომპანიებს.  საპარტნიორო ფონდმაწყალტუბოს კურორტის აღორძინების მიზნით საერთაშორისოსაკონსულტაციო კომპანია Kohl & Partner-თან ერთად, კურორტის შესაძლებლობები გამოიკვლია და მისი განვითარების კონცეფცია მოამზადა. კონცეფციის თანახმად,წყალტუბოს საკურორტო ზონის რეაბილიტაცია მოიცავს თერმული აბანოების აღდგენას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასტუმროების რეაბილიტაციას,თანამედროვე ტექნიკით და სამედიცინო აპარატურითაღჭურვილი სასტუმროებისაშენებას, სამედიცინო და სპა ტურიზმისგანვითარებას, საბავშვო გასართობი ცენტრების და წყლისატრაქციონების აშენებას, რესტორნების განვითარებას, გოლფის სათამაშო მოედნის მოწყობას, სავაჭრო ცენტრების გახსნას და ტროპიკული ბაღებისგაშენებას1862წელს დაარსებული Compagnie de Vichy წარმოადგენს ფრანგულს კომპანიას, რომელიც ევროპაში ცნობილი სპა და თერმულიკურორტების მართვასა და ოპერირებას ახორციელებს.


უკან დაბრუნება