სიახლეები & მედია

EBRD-ი საპარტნიორო ფონდის პროექტში მიიღებს მონაწილეობას

თარიღი: 14 მაი 2015

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD) ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას. როგორც EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ განაცხადა, ბანკი მზადაა ჰესის მშენებლობის დაფინანსებაში მიიღოს მონაწილეობა.  „ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორი ჰიდროენერგეტიკაა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ მიმართულებით დავაფინანსოთ ნენსკრას პროექტი," განაცხადა სუმა ჩაკრაბარტიმსაპარტნიორო ფონდი ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელებაზე კორეულ კომპანია K Water-თან ერთად მუშაობს. აღნიშნული ჰიდროელექტროსადგური სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე უნდა აშენდეს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის თანახმად,ბანკის მხრიდან ოფიციალური დადასტურება გუშინ გაჟღერდა, რაც პროექტის წარმატებით განსახორციელებლად უმნიშვნელოვანესი ფაქტია. „ჩვენK Water-თან ერთად აქტიურად ვმუშაობდით, რათა EBRD-ს მონაწილეობა მიეღო ამ პროექტში და ძალიან მიხარია, რომ მათ დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს და 200 მილიონ აშშ დოლარამდე გამოყოფენ ამ პროექტის დასაფინანსებლად. მათ გარდა, საბანკო სესხის კომპონენტში ასევე მიიღებენ მონაწილეობას აზიის განვითარების ბანკი და კორეის „ექსიმ ბანკი," განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ. აშშ. დოლარია. სადგურის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ. იქნება. ივლისის თვიდან იგეგმება მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოების დაწყება, ხოლო სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს.

უკან დაბრუნება