სიახლეები & მედია

Hyatt Regency-ის პროექტი იწყება

თარიღი: 03 ივნ 2015

საპარტნიორო ფონდი Merrydow Development Holdings LTD ერთად Hyatt Regency -ის მშენებლობას იწყებს. მსოფლიო ბრენდის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო რუსთაველის გამზირზე, ყოფილი იუსტიციის სამინისტროს შენობაში განთავსდება.  პროექტის თანახმად, მოხდება შენობის სრული რეაბილიტაცია, გამაგრდება და შენარჩუნდება ისტორიული ფასადი. 170 ნომრიან სასტუმროში საკონფერენციო დარბაზები, ოთხი რესტორანი, საცურაო აუზი, სპა და ფიტნეს ცენტრები მოეწყობა"საქართველოში სასტუმროების მსოფლიო ბრენდის შემოყვანა საპარტნიორო ფონდისთვის პირველი არ არის. ფონდმა ტურიზმის სფეროში რამდენიმე პროექტი უკვე განახორციელა. ესენია: 5-ვარსკვლავიანი რიქსოს ბორჯომის სასტუმრო კომპლექსი, და საშუალო ზომის სასტუმროები კახეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებშიროიალ ბატონი" და ჯინო ველნესი"; განაცხადა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა. როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, Hyatt Regency -ის მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოები უკვე დაიწყოპროექტში საპარტნიორო ფონდის პარტნიორია Merrydow Development Holdings LTD. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 65 მლნ. აშშ დოლარია. სასტუმროს მშენებლობა 2018 წლის დასაწყისში დასრულდებაMerrydow Development Holdings LTD არის შპს „რუსთაველი ფროფერთის" დამფუძნებელი, რომელიც სასტუმროს განვითარებას ახორციელებს. Hyatt Regency -ის ქსელი 150-ზე მეტ სასტუმროს მოიცავს. მათ შორის, 29 სასტუმრო ევროპის, აფრიკის, ახლოაღმოსავლეთის და სამხრეთ დასავლეთ აზიის ისეთ ქალაქებშია განთავსებული, როგორიცაა ბერლინი, დელი, დუბაი, ლონდონი დაპარიზი.

უკან დაბრუნება