სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდის პროექტმა Global GAP სერტიფიკატი მიიღო

თარიღი: 05 ივნ 2015

სოფლისმეურნეობის სექტორში სს საპარტნიორო ფონდის" პროექტმავანრიკ აგრომ" გლობალ გეპის"(Global GAP) სერიფიკატიმიიღო, რაც მის მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხისა და ტექნოლოგიების ევროსტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებსGlobal GAP-ის სერტიფიკატი კომპანიას პროდუქციის ევროპის ბაზარზე გაყიდვის საშუალებას აძლევს. „ვანრიკ აგრო" ლურჯ მოცვის ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებას სუპერმარკეტების ქსელვოლმარტთან" (Walmart) აწარმოებს. პროდუქციის გატანა იგეგმება დიდ ბრიტანეთის, ჰოლანდიისა და რუსეთის ბაზრებზე. კომპანია წარმოებული პროდუქციის 90%-ს საექსპორტოდ ამზადებს. Global GAP წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც აყალიბებს ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს სასოფლო სამეურნეო პროდუქტებზე იმ მწარმოებლებისთვის, რომლებსაც სურთ პროდუქციის გატანა ევროპის ბაზარზე.  ლურჯი მოცვის მოყვანა-გადამუშავების პროექტი სს საპარტნიორო ფონდმა" ადგილობრივკომპანია სს ვანრიკ აგროსთან" ერთად ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურშიდაიწყო. ლურჯი მოცვის პლანტაციის განაშენიანება დამატებით 70 ჰექტარ ტერიტორიაზე ფონდის ინვესტიციით მიმდინარეობს. უკვე მუშაობს თანამედროვე ამერიკული ტექნოლოგიით აღჭურვილი გადამამუშავებელი საწარმო, სადაც ლურჯი მოცვის ნაყოფის კალიბრაცია, შეფუთვა და სარეალიზაციოდ მომზადება ხდებაპროექტში 400 ადგილობრივი დასაქმდა, საიდანაც 100 სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომელი და 300-მდე სეზონური მუშახელია. პროქტის ჯამური ღირებულება 6,7 მლნ. აშშ დოლარია.

უკან დაბრუნება