სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდმა ჩინელ ბიზნესმენებს უმასპინძლა

თარიღი: 24 ივნ 2015

საქართველოში ვიზიტად მყოფი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ბიზნეს დელეგაცია საპარტნიორო ფონდს ესტუმრა. ჩინეთის Dongfang Electric International Corporation-ის ჯგუფის წევრებთან ერთად შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ კორპორაციის ადგილობრივი პარტნიორი კომპანიის -Geo Invest Inc–ის წარმომადგენლებიც.
ჩინელი ბიზნესმენები საქართველოს ბიზნეს გარემოს სწავლობენ და რადგან მათი ინტერესის ძირითადი სფერო ენერგო სექტორი და ამ სექტორში მიმდინარე პროექტებია, საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტთან საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა სწორედ ამ სექტორში მიმდინარე ფონდის ორი უმსხვილეს პროექტი - 280 მგვტ-ანი ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის და 230 მგვტ-ანი გარდაბანის შერეული ციკლის თბოსადგურის პროექტები. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ფონდის პროექტებში ჩართვის პროცედურები გააცნო.
Dongfang Electric International Corporation-ი ჩინეთის სახელმწიფო კომპანიაა და წარმოადგენს მსხვილ ბიზნეს გაერთიანებას ქვეყანაში. იგი დაფუძნდა 1958 წელს და მისი ჯამური აქტივები შეადგენს 17 მილიარდ აშშ დოლარს, ხოლო წლიური ბრუნვაა 7.3 მილიარდი აშშ დოლარი. კორპორაციას მწოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა, რომელთა საშუალებითაც ახორციელებს მსხვილ პროექტებს.

უკან დაბრუნება