სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდმა „პანექსის“ საწარმო გახსნა

თარიღი: 02 ივლ 2015

საპარტნიორო ფონდმა და ადგილობრივმა კომპანია შპს ICES-მა ე.წ. სენდვიჩ პანელების პროექტი დაასრულა და პროექტის ფარგლებში აშენებული საწარმო გახსნა. საწარმოში მოხდება ე.წ. სენდვიჩ პანელების პროდუქციის წარმოება, რომელიც ინდუსტრიული დანიშნულების შენობების მშენებლობისას გამოიყენება. საწარმო პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ირაკლი კოვზანაძესთან ერთად გახსნა. „სამშენებლო სექტორისთვის ეს დიდი დახმარებაა, რადგან იგი გააიაფებს ინდუსტრიული მშენებლობის ხარჯებს. უფრო კონკრეტულად, საქართველოში წარმოებული პროდუქცია ჩაანაცვლებს იმპორტს და შესაბამისად, სამშენებლო კომპანიებს შეუმცირდებათ დანახარჯები. ეს კი უკვე შემდგომში, ამ კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის ფასებზე დადებითად აისახება," განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. პროდუქცია რკინა-ბეტონის კონსტრუქციაზე იაფია, ხოლო მისი დამონტაჟება ნაკლებ დროს მოითხოვს და სხვა სამშენებლო მასალებთან შედარებით მოცულობაში ნაკლებიასაწარმო ქ. რუსთავის გზატკეცილზე აშენდა და თანამედროვე იტალიური დანადგარებით აღიჭურვა. პროდუქციის 60 პროცენტი საქართველოში გაიყიდება, ხოლო დარჩენილი ნაწილი ექსპორტზე გავა: ყაზახეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და რუსეთში. საწარმოო ხაზის დაგეგმილი სიმძლავრე: წელიწადში 2.8 მლნ მ2 პანელია. პროექტზე მუშაობა საპარტნიორო ფონდმა ადგილობრივ კომპანიაშპს ICES-თან ერთად გასული წლის მარტში დაიწყო. ინვესტიციის მთლიანი მოცულობა $ 6 მლნ აშშ დოლარია. ფონდის მონაწილეობა პროექტში 49%-ია.

 

უკან დაბრუნება