სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდმა კორეის ელჩს უმასპინძლა

თარიღი: 09 ივლ 2015

საქართველოში ვიზიტად მყოფი კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანსა და საქართველოში ჩოი სუკ-ინი საპარტნიორო ფონდს ესტუმრა. საუბრის ძირითადი თემა ფონდის და სამხრეთ კორეული კომპანია K-Water-ის ერთობლივი პროექტი - 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრასჰიდროელექტროსადგური და მასთან დაკავშირებული საკითხები იყო.  1 მლრდამდე. აშშ. დოლარიან პროექტს საპარტნიორო ფონდი სვანეთში ახორციელებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ. იქნება. სადგურის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება, თუმცა ივარაუდება, რომ იგი ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს.

 

უკან დაბრუნება