სიახლეები & მედია

ÇALIK ჰოლდინგის დელეგაცია საპარტნიორო ფონდში

თარიღი: 08 ივლ 2015

ÇALIK ჰოლდინგის დელეგაცია, რომელსაც ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე აჰმედ ჩალიკი ხელმძღვანელობდა საპარტნიორო ფონდს ეწვია და ფონდის ხელმძღვანელ პირებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. თურქეთის უმსხვილესი ჰოლდინგი საპარტნიორო ფონდის ერთ-ერთი პროექტის - 230 მგვ სიმძლავრის გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებელი კომპანიაა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 220მლნ აშშ დოლარზე მეტია. გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოსადგურის პროექტი საპარტნიორო ფონდმა და მისმა შვილობილმა „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" ერთობლივად დააფინანსეს. 
სადგური ყოველწლიურად 1.8 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში უზრუნველყოფს სისტემის ელექტრონერგიით უწყვეტ მომარაგებას.

 


 

 

უკან დაბრუნება