სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდმა ქუთაისში ახალი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო

თარიღი: 18 ივლ 2015

საპარტნიორო ფონდმა „კაპიტოლ ჰოლდინგთან" ერთად ხელი მოაწერა ხელშეკრულებას და ტურიზმის სექტორში ახალი სასტუმროს პროექტის განხორციელება ოფიციალურად დაიწყო.  ხელშეკრულების თანახმად, ახალი 3 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო აშენდება ქ. ქუთაისში, რომელიც პირველი ბრენდირებული სასტუმრო იქნება იმერეთის რეგიონში. სასტუმროს, რომელიც ქალაქის ისტორიულ ცენტრში განთავსდება ექნება 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერი. სასტუმროს ინფრასტრუქტურა მოიცავს 3 საკონფერენციო დარბაზს, ღია და დახურული ტიპის კაფე-რესტორანს.  სასტუმროს მშენებლობას სიმბოლურად საფუძველი ჩაუყარეს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ. საპარტნიორო ფონდის პარტნიორი ამ პროექტში „კაპიტოლ ჰოლდინგია." პროექტის ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია, სადაც ფონდის მონაწილეობა 1.4 მლნ აშშ დოლარია. სასტუმროს დეველოპმენტს განახორციელებს კომპანია „სიმეტრია," რომელიც Best Western International-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. სასტუმროს მშენებლობა 2017 წელს დასრულდება.

 

უკან დაბრუნება