სიახლეები & მედია

გარდაბნის თბოელექტროსადგურის ტექნიკური გაშვება დაიწყო

თარიღი: 22 ივლ 2015

საპარტნიორო ფონდმა დაასრულა ენერგო პროექტი – გარდაბნის 237 მგვ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა და სადგურის ტექნიკური გაშვება უზრუნველყო. ტექნიკური გაშვების ცერემონიას პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ტანერ ილდიზი, ჩალიკ ენერჯის დამფუძნებელი აჰმედ ჩალიკი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ. სადგური ყოველწლიურად 1.6 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი საქართველოში არსებული ბუნებრივ აირზე მომუშავე სხვა თბოელექტროსადგურებისგან განსხვავებით თითქმის ორჯერ უფრო მაღალი და უფრო ეკონომიურია. ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, გარდაბნის სადგური უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს სისტემის ელექტრონერგიით უწყვეტ მომარაგებას. „ეს იქნება ენერგეტიკულ სისტემაში ყველაზე საიმედო რეზერვი, რომელიც ჩვენს ენერგო უსაფრთხოებას კიდევ უფრო გაამყარებს. ამ მასშტაბის ენერგეტიკული პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად განხორციელდა," განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ. უახლესი ტექნოლოგიებით, მათ შორის „ჯენერალ ელეკტრიკის" და „შკოდას" უახლესი ტურბინებით აღჭურვილი გარდაბნის თბოელექტროსადგურის მშენებლობა საპარტნიორო ფონდმა მის შვილობილ კომპანია - „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან" ერთად ერთი წლის წინ 2014 წლის იანვარში დაიწყო. თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე დაიხარჯა 231 მლნ აშშ დოლარი. იგი დაფინანსდა საპარტნიორო ფონდისა დასაქართველოს ნავთობისა და გაზის კორპო-რაციის" მიერ. მშენებლობა უმსხვილესმა თურქულმა კომპანიამ - „ÇALIK ENERJİ-იმ" განახორციელა.

 

უკან დაბრუნება